2017-06-01

კინგსი წარმოგიდგენთ სპეციალურად თავგადასავლებისა  და ინოვაციების მოყვარული კინგსელებისთვის შექმნილ ინტელექტუალურ-შემეცნებით საზაფხულო პროგრამას - KingsHoliday!

მათთვის, ვინც ფეხდაფეხ მიჰყვება კინგსის სიახლეებს, სარგებლობს ექსკლუზიურად კინგსელებისთვის შექმნილი ბარათით ზაფხული უფრო მეტი იქნება, ვიდრე უბრალოდ არდადეგები. წინ ფერადი თავგადასავლები გელოდებათ!

,,კინგს ჰოლიდეი დაფუძნებულია იდეაზე, რომლის მიხედვითაც ბავშვები ყველაზე ეფექტურად თამაშით სწავლობენ. ამიტომ, პლატფორმის მთავარი აქტივობა, სწორედ რომ, ონლაინ ინტელექტუალური თამაშები იქნება! კინგსელები შეძლებენ ითამაშონ და გაერთონ როგორც ინდივიდუალურად, ისე მეგობრებთან ერთად.  პროგრამაში ასევე იქნება კინგსელის ონლაინ სახელმძღვანელოები და ტესტირებები, რომლითაც შეძლებენ შეამოწმონ თავიანთი ცოდნა და შესაძლებლობები.

,,კინგს ჰოლიდეი” არის კინგსის საზაფხულო თავგადასავალი, ამ პროგრამის მეშვეობით შენ შეგიძლია დააგროვო ქულები თამაშით, გართობით და შენი ცოდნით. გაიხალისო ზაფხული და რაც მთავარია, ამ ხალისით განავითარო შენი ლოგიკა. ზაფხულის აქტივობებით კინგსელს შეუძლია გაამდიდროს მისი პირადი პორტფოლიო.

კინგსის თავგადასავლებით სავსე ზაფხულის აქტივობებში ჩართვისთვის საჭიროა #1 ბარათი კინგსი. ამიტომ, 4 ივნისს შეუერთდი წარმატებულ კინგსელებს ვუნდერკინგსზე, გახდი #1 ბარათი კინგსის მფლობელი და მიიღე KingsHoliday-ის პროგრამის მისაღებად სპეციალური ვაუჩერი ვუნდერკინგსზე.