ვუნდერკინგსის ოლიმპიადის ფინალური ტური 4 ივნისს ჩატარდება.
გთავაზობთ ოლიმპიადის ფინალური ტესტების მიმოხილვას სხვადასხვა კლასის მიხედვით.
მე-2 - მე-6 კლასის ტესტები 5 საკითხისგან შედგება და 45 ქულიანია. თითოეული დავალება 9 ქულით ფასდება.
პირველი სავარჯიშო ანალოგიებს შეეხება, მასში სამი ანალოგიაა მოცემული და კინგსელმა მაგალითში მოცემული ანალოგიური წყვილის შესაბამისი პასუხი უნდა მოძებნოს.
მეორე დავალება წინადადებების შევსებას გულისხმობს. ამ დავალებაში მოცემულია სამი წინადადება, რომლებშიც რამდენიმე სიტყვაა გამოტოვებული და კინგსელმა უნდა შეავსოს ისინი ერთი ან რამდენიმე სიტყვით, რომელთა მეშვეობით დასრულებულ, ლოგიკურად გამართულ წინადადებას მიიღებს.
მესამე საკითხი აზროვნების ლოგიკურ ნაწილს ეთმობა. ამ სავარჯიშოში მონაწილეს მოცემული ფაქტების თავმოყრა და მათგან გამომდინარე ლოგიკური დასკვნების გაკეთება დაეხმარება.
მეოთხე დავალება IQ ტესტის ელემენტებისგანაა შედგენილი. მის შესასრულებლად კინგსელს წარმოსახვისა და აღქმის უნარების გამოყენება დაეხმარება.
მეხუთე სავარჯიშო მათემატიკურ აზროვნებას ეთმობა. მონაწილემ უნდა გამოიყენოს თავისი მათემატიკური ცოდნა ამოცანების ამოსახსნელად.
მე-7 - მე-12 კლასის ტესტები 5 საკითხისგან შედგება და 45 ქულიანია. პირველი სავარჯიშო 5 ქულით ფასდება, დანარჩენს კი 10 ქულა აქვს მიკუთვნებული.
პირველი სავარჯიშო ანალოგიებს შეეხება, მასში ხუთი ანალოგიაა მოცემული და კინგსელმა მაგალითში მოცემული ანალოგიური წყვილის შესაბამისი პასუხი უნდა მოძებნოს.
მეორე დავალება წინადადებების შევსებას გულისხმობს. ამ დავალებაში მოცემულია ხუთი წინადადება, რომლებშიც რამდენიმე სიტყვაა გამოტოვებული და კინგსელმა უნდა შეავსოს ისინი ერთი ან რამდენიმე სიტყვით, რომელთა მეშვეობით დასრულებულ, ლოგიკურად გამართულ წინადადებას მიიღებს.
მესამე საკითხი აზროვნების ლოგიკურ ნაწილს ეთმობა. ის ხუთი სავარჯიშოსგან შედგება და მონაწილეს მოცემული ფაქტების თავმოყრა და მათგან გამომდინარე ლოგიკური დასკვნების გაკეთება დაეხმარება.
მეოთხე დავალება კინგსელისგან მონაცემების საკმარისობის დადგენას მოითხოვს. მოცემულია ხუთი სხვადასხვა პირობა და მონაწილემ თითოეულ მათგანში უნდა გაარკვიოს, საკმარისია თუ არა მონაცემები კონკრეტული დასკვნის გამოსატანად.
მეხუთე სავარჯიშო მათემატიკურ აზროვნებას ეთმობა და ასევე ხუთი საკითხისგან შედგება. მონაწილემ უნდა გამოიყენოს თავისი მათემატიკური ცოდნა ამოცანების ამოსახსნელად.
კინგსი ოლიმპიადაზე საუკეთესო შედეგის დაფიქსირებას გისურვებთ!