დაარსებიდან დღემდე კინგსი ერთგულად ემსახურება მოსწავლეებს და ზრუნავს, რომ მათი წარმატებისკენ სავალი გზა იყოს მიმზიდველი, საინტერესო და, რაც მთავარია, ამ ყველაფერთან ერთად, სახალისო და ბედნიერების მომტანი.
საგნობრივ ოლიმპიადებთან ერთად, ასევე, მნიშვნელოვანია მოსწავლეებში სააზროვნო უნარ-ჩვევების გაძლიერება, რომელიც ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტულია.
ვუნდერკინგსი არის პროექტი, რომლის შექმნის მიზანიც მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების გამოვლენა და ლოგიკური მჯელობის უნარ-ჩვევების განვითარებაა. ვუნდერკინგსის ოლიმპიადა ხელს უწყობს მოზარდს, გამოიმუშავოს დასკვნების გაკეთების უნარი, რაც ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ნებისმიერი სახის ცოდნა, რომელსაც იგი სწავლისას იღებს.
ვუნდერკინგსის ტესტები უნიკალური და გამორჩეულია იმით, რომ არაა ორიენტირებული ერთ კონკრეტულ საგანში დაგროვილი ცოდნის შემოწმებაზე. ის ავითარებს და ამოწმებს იმ უნარ-ჩვევებს, რომლებიც ნებისმიერი საგნისა თუ სფეროს შესწავლაში დაეხმარება მოსწავლეს.
2017 წლის გაზაფხულის სეზონი 4 ივნისს სწორედ ვუნდერკინგსის ფინალური ტურით დაგვირგვინდება, სადაც ოლიმპიადის დასკვნითი ტურის მონაწილე ყველა კინგსელი, დამსახურებულ მონაპოვარს, ვუნდერკინგსელის სერტიფიკატს უშუალოდ ოლიმპიადაზე მიიღებს!