2017-05-25

2017 წლის გაზაფხულის სეზონზე ფიზიკა-მათემატიკური სკოლების ინიცირებით კიგნსმა საფუძველი ჩაუყარა ახალ პროექტს - ,,კინგს კვადრატი“!  

პროექტი განკუთნილია მხოლოდ ფიზიკა-მათემატიკური პროფილის მქონე სკოლებისთვის. ოლიმპიადა ტარდება ფიზიკასა და მათემატიკაში მე-7 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის. გამომდინარე იქედან, რომ ამ სკოლებში სწავლება მიმდინარეობს სპეციალური ეროვნული სასწავლო პროგრამით, სწორედ ამიტომ ამ კატეგორიის მოსწავლეებისათვის შეიქმნა ოლიმპიადის განსხვავებული მოდელი, საერთაშორისო საოლიმპიადე სტანდარტების გათვალისწინებით.

ოლიმპიადის პირველი შესარჩევი ,,სასკოლო ტური’’ 13-14 მაისს საქართველოს 7 სკოლაში- თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის ფიზიკა-მათემატიკურ სკოლებში ჩატარდა.

მეორე, დასკვნით ტურში გადადის თითოეული სკოლის თითოელი კლასის 10 საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლე.

ოლიმპიადის დასკვნითი ტური 10-11 ივნისს თბილისში ჩატარდება. ჩატარების ადგილი და განრიგი ვებგვერდზე 5 ივნისს გამოქვეყნდება.

 

ოლიმპიადის წესდება იხილეთ აქ

 

გთავაზობთ პირველი ,,სასკოლო ტურის“ შედეგებს საგნებისა და სკოლების მიხედვით. ოლიმპიადის დასკვნით ტურში გადასული მონაწილეების კოდები შეფერადებულია მწვანედ, ხოლო ის მოსწავლეები, რომელთა კოდები გაწითლებულია, სამწუხაროდ, დასკვნით ტურში ვერ მიიღებენ მონაწილებას.