დაარსებიდან დღემდე კინგსი ერთგულად ემსახურება მოსწავლეებს და ზრუნავს, რომ მათი წარმატებისკენ სავალი გზა იყოს მიმზიდველი, საინტერესო და, რაც მთავარია, ამ ყველაფერთან ერთად, სახალისო და ბედნიერების მომტანი.
საგნობრივ ოლიმპიადებთან ერთად, ასევე, მნიშვნელოვანია მოსწავლეებში სააზროვნო უნარ-ჩვევების გაძლიერება, რომელიც ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტულია.
ვუნდერკინგსი არის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში გამოავლინოს კრიტიკული აზროვნების, ლოგიკური მჯელობის უნარ-ჩვევები. ხელი შეუწყოს მოზარდს, გამოიმუშაოს დასკვნების გაკეთების უნარი, რაც ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ნებისმიერი სახის ცოდნა, რომელსაც იგი სწავლისას იღებს. ვუნდერკინგსის ტესტი შედგენილია შემდეგი საკითხების მიხედვით:
ანალოგიები - ტესტის ეს ნაწილი მოსწავლეებს კრიტიკულ აზროვნებას აჩვევს. იმისთვის, რომ დავალებას წარმატებით გაართვა თავი,აუცილებელია,მოცემულ სიტყვებს შორის იპოვო სწორი კავშირი.
წინადადების შევსება - ამ დავალებაში მოცემულია წინადადებები, რომლებშიც რამდენიმე სიტყვაა გამოტოვებული და უნდა შეავსო ისინი ერთი ან რამდენიმე სიტყვით, რომელთა მეშვეობით დასრულებულ წინადადებას მიიღებ.
ლოგიკა - ეს კატეგორია მოსწავლეს ლოგიკურ აზროვნებას უმოწმებს და უვითარებს. საჭიროა მოცემული ფაქტების თავმოყრა და მათგან გამომდინარე ლოგიკური დასკვნების გაკეთება,რაც მოზარდს დაეხმარება გამოიმუშავოს მსჯელობის უნარი.
IQ ტესტი - აქ თქვენი აღქმისა და წარმოსახვის უნარი უნდა მოიშველიოთ.
მათემატიკური აზროვნება - რაოდენობრივი შედარება და ტექსტური ამოცანები.
გაზაფხულის სეზონის კულმინაცია სწორედ ვუნდერკინგსის ფინალური ტური იქნება, 4 ივნისს!
გააქტიურე შენი უნიკალური ექვსნიშნა კოდი, რომელიც მიიღე სმს-ის სახით კინგსისგან ან გააქტიურებისთვის გამოიყენე იმ ოლიმპიადის პირველი ტურის ტესტის კოდი რომელზეც წერე ვუნდერკინგსი. მოდი ვუნდერკინგსზე, გამოიყენე ცოდნის შემოწმების კიდევ ერთი შანსი და შეიძინე ახალი მეგობრები! „#1 ბარათი კიგნსი“ ვუნდერკინგსზე გელოდება!