გაზაფხულის სეზონის მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის მეორე ტური 21 მაისს გაიმართა!
საქართველოს 37 ქალაქში 20 000-მდე მოსწავლე თიბისის ,,ბარათი #1 კინგსის" პირველი პრეტენდენტი გახდა. კინგსელებს ოლიმპიადაზე გადაეცათ სპეციალური კონვერტები, რომლის საფუძველზეც 22 მაისიდან თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალში შეძლებენ "#1 ბარათი კინგსის" აღებას.
ბარათის გარშემო, განთლების პოპულარიზაციისთვის და წარმატებული მოსწავლეების მოტივაციისთვის, კინგსთან და თიბისისთან ერთად საქართველოს წამყვანი კომპანიები გაერთიანდენ. მათ ბარათის მფლობელი კინგსელებისთვის სპეციალური შეთავაზებები და ფასდაკლებები დააწესეს!
წიგნების სახლმა „საბამ“ ბარათის პირველ პრეტენდენტებს 5 ელექტრონული წიგნი გადასცა საჩუქრად, მათგან სამი კი შეუძლიათ აუდიო წიგნის სახითაც მოიხმარონ. ასევე, „ბიბლუსმა“ წარმატებული კინგსელები ფასდაკლების ვაუჩერებით დააჯილდოვა.
2017 წლის გაზაფხულის სეზონზე კინგსის საერთაშორისო მათემატიკის ოლიმპიადა ჩატარდა. ოლიმპიადის მეორე ტურის მონაწილეებს გადაეცათ საერთაშორისო ოლიმპიადაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი!
21 მაისი თითოეული კინგსელისთვის იყო ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი ახალი შესაძლებლობებისკენ. შეუერთდი მათ, გაიზარდე შესაძლებლობებით!