2017-05-19

კინგსელებო, გაიცანით თქვენი ახალი მეგობარი!

ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“  მათემატიკის ოლიმპიადის II ტურზე  „#1 ბარათი კინგსის“ მფლობელებს განსაკუთრებულ საჩუქარს გადასცემს.

ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“ აერთიანებს მრავალფეროვან ლიტერატურას, ქართული და უცხოური კლასიკის შედევრებს, თანამედროვე ბესტსელერებს და ლიტერატურული კონკურსის „საბა“ ნომინანტ და ლაურეატ წიგნებს.

4000-მდე წიგნი შენს ელექტრონულ ყოველდღიურობაში - კომპიუტერში, სმარტფონსა თუ ტაბლეტში!

 “საბას“ პლატფორმა საშუალებას გაძლევს, მუდამ თან ატარო შენი საყვარელი ხმოვანი და ელექტრონული წიგნები და იკითხო ნებისმიერ დროსა და ადგილას!

დაუმეგობრდი „საბას“ და იმოგზაურე შენს საყვარელ პერსონაჟებთან ერთად.