2017-05-18

აიტი აკადემია STEP განაგრძობს კინგსის მხარდაჭერას და კვლავინდებურად ცდილობს ნიჭიერი და ჭკვიანი ბავშვების გახარებას!

აიტი აკადემია სტეპი საერთაშორისო სასწავლო ცენტრია, რომელიც ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით სწავლებაზე არის სპეციალიზებული. აკადემია მსოფლიოს 16-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი და ხელს უწყობს ინფორმაციული ტექნოლოგიების პოპულარიზაციას, საზოგადოებაში ინტელექტუალური აქტივობების დონისა და პრესტიჟის ზრდას, ახალგაზრდა და პროგრესული ადამიანების გააქტიურებასა და განვითარებას.

უკვე მეორე წელია აიტი აკადემია სტეპი განუხრელად დგას კინგსის გვერდით და ცდილობს ახალგაზრდა ტალანტები აღმოაჩინოს.

აიტი აკადემია სტეპი მათემატიკის ოლიმპიადისა და ვუნდერკინგსის გამარჯვებულებს სპეციალური ვაუჩერებით დაასაჩუქრებს, რომელიც მათ საშუალებას მისცემს დაიფინანსონ აიტი აკადემიაში სწავლა.

თუმცა ეს ყველაფერი არ არის - კინგსელებს კიდევ ბევრი სიურპრიზი ელოდებათ!