2017-05-18

17 მაისს, კაფე "ახალ მზიურში" #1 ბარათი კინგსის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციაზე მოწვეულ კინგსელებს და მათ მშობლებს კინგსის და თიბისის წარმომადგენლები ესაუბრნენ ბარათის ღირებულებაზე. ასევე კინგსელებმა გაიცნეს ახალი მეგობრები, რომლებიც დღეიდან თითოეული კინგსელის ცხოვრებაში ადგილს დაიმკვიდრებენ და იზრუნებენ მათი ცხოვრების მრავალფეროვნებაზე.

თითოეული წარმატებული მოსწავლისთვის ფერადი დღის შექმნაზე იზრუნა „თიბისი ბანკმა“,  „დანკინ დონატსმა“, „ვენდისმა“, ‘’წიგნები ბათუმმა’’ და სხვა პარტნიორებმა.  პრეზენტაციის ბოლოს საზეიმო ვითარებაში გაიჭრა ტორტი და ამასთან, ღონისძიებაზე მოწვეული წარმატებული კინგსელები და მათი მშობლები ტკბილეულითა და წიგნებით დაასაჩუქრეს ზემოთ ჩამოთვლილმა კომპანიებმა.

,,#1 ბარათი კინგსი”-ი არის შესაძლებლობა კინგსელის ყოველდღიური ცხოვრება გახდეს უფრო საინტერესო და შემეცნებითი, ხოლო 21 მაისს მათემატიკის ოლიმპიადის II ტურზე ამ შესაძლებლობებს ყველა კინგსელი საკუთარ თავზე გამოცდის.