კინგსის მათემატიკის ოლიმპიადის II ტური კვირას, 21 მაისს ჩატარდება.
გთავაზობთ ოლიმპიადის II ტურის ტესტების მიმოხილვას სხვადასხვა კლასის მიხედვით.
მე-2 კლასის ტესტი შედგება 8 ძირითადი და 2 ბონუს სავარჯიშოსაგან და სულ 50 ქულიანია.
პირველი დავალება ეხება პირობაში აღწერილი რიცხვის პოვნას.
მეორე სავარჯიშო არითმეტიკული ამოცანის ამოხსნას მოითხოვს კინგსელისგან.
მესამე დავალების შესასრულებლად საჭიროა კინგსელმა იპოვოს ორნიშნა რიცხვი.
მეოთხე სავარჯიშოში მონაწილემ უნდა გამოთვალოს და შემდგომ ერთმანეთს შეადაროს ორი სხვადასხვა მაგალითის მნიშვნელობა.
მეხუთე სავარჯიშოში კინგსელმა ჩამოთვლილი რიცხვებიდა უდიდესისა და უმცირესის ჯამი უნდა იპოვოს.
მეექვსე დავალებაში მონაწილემ უნდა გაარკვიოს რა თანხა აქვს ნინოს ამოცანის მიხედვით.
მეშვიდე სავარჯიშოს მიზანია კინგსელმა უნდა გაიგოს რამდენი საერტო გვერდი აქვთ პირობაში მოცემმულ გეომეტრიულ ფიგურებს.
მერვე დავალებაში კი უნდა დათვალოს ნახატზე მოცემული ოთხკუთხედების რაოდენობა.
რაც შეეხება ბონუს დავალებას, ის ერთი ამოცანისა და „საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ბუკლეტიდან დასმული კითხვისგან შედგება.
მე-3 კლასის ტესტი 8 ძირითადი და 2 ბონუს სავარჯიშოსგან შედგება:
პირველი დავალებაში მონაწილემ მოცემული რიცხვები ლკებადობის მიხედვით უნდა დაალაგოს.
მეორე სავარჯიშოში კინგსელმა სწორი ტოლობა უნდა იპოვოს.
მესამე სავარჯიშოში კინგსელმა უნდა ამოხსნას არითმეტიკული ამოცანა.
მეოთხე სავარჯიშო მოითხოვს პირობაში მოცემული აღწერის შესაბამისი რიცხვის პოვნას.
მეხუთე სავარჯიშოში კინგსელმა უნდა გაარკვიოს რამდენგვერდიან წიგნს კითხულობს საბა.
მეექვსე დავალებაში მონაწილემ პასუხებში უნდა იპოვოს რიცხვი, რომელიც არ არის ორნიშნა.
მეშვიდე სავარჯიშოს შესასრულებლად, აუცილებელია რამდენიმე თანმიმდევრული არითმეტიკული მოქმედების შესრულება.
მერვე სავარჯიშო გეომეტრიას შეეხება და აქ კინგსელმა უნდა დაადგინოს რამდენი სამკუთხედია მოცემულ ნახაზზე.
რაც შეეხება ბონუს დავალებას, ის ერთი ამოცანისა და „საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ბუკლეტიდან დასმული კითხვისგან შედგება.
მე-4 კლასის ტესტი 8 ძირითადი და 2 ბონუს სავარჯიშოსგან შედგება:
პირველი დავალებში კინგსელმა პირობაში მოცემული ირცხვები ზრდადობის მიხედვით უნდა დაალაგოს.
მეორე სავარჯიშო რამდენიმე არითეტიკული მოქმედების შესრულებას გულისხმობს.
მესამე დავალების შესასრულებლად კინგსელმა მცადი უტოლობა უნდა იპოვოს.
მეოთხე სავარჯიშოში მონაწილემ უნდა გაარკვიოს, რამდენგვერდიან წიგნს კითხულობს ანა.
მეხუთე სავარჯიშოში კინგსელმა უნდა შეასრულოს არითმეტიკული მოქმედებები და შედეგად იპოვნოს, თუ რა მაქსიმალური ციფრთა ჯამი შეიძლება ჰქონდეს სამნიშნა რიცხვს.
მეექვსე დავალებაში მონაწილემ ჩამოთვლილთაგან უნდა მონიშნოს ის რიცხვი, რომელსაც ყველაზე ნაკლები ციფრთა ჯამი აქვს.
მეშვიდე და მერვე სავარჯიშო გეომეტრიის შესახებაა.
რაც შეეხება ბონუს დავალებას, ის ერთი ამოცანისა და „საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ბუკლეტიდან დასმული კითხვისგან შედგება.
მე-5 კლასის ტესტი 8 ძირითადი და 2 ბონუს სავარჯიშოსგან შედგება:
პირველი და მეორე სავარჯიშო პირობაში მოცემული რიცხვების ციფრთა ჯამს ეხება.
მესამე დავალების შესასრულებლად კინგსელმა უნდა გაარკვიოს, რამდენგვერდიან წიგნს კითხულობს ნიკა.
მეოთხე სავარჯიშო მოითხოვს იმ რიცხვის ამორჩევას, რომელშიც არ მონაწილეობს განსხვავებული ციფრები.
მეხუთე დავალების შესრულებაში კინგსელს მარტივი არითმეტიკული მოქმედებების გამოყენება დაეხმარება.
მეექვსე ამოცანაში მონაწილემ უნდა დაადგინოს, ბებოს ქათმების რაოდენობა მათი ფეხების რაოდენობის გათვალისწინებით.
მეშვიდე სავარჯიშო გეომეტრიას ეხება და საჭიროა სურათზე გამოსახული სამკუთხედების რაოდენობის დათვლა.
მერვე დავალებაში კინგსელმა ის რიცხვები უნდა აირჩიოს, რომლებიც 5-ზე არ იყოფა.
რაც შეეხება ბონუს დავალებას, ის ერთი ამოცანისა და „საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ბუკლეტიდან დასმული კითხვისგან შედგება.
მე-6 კლასის ტესტი 8 ძირითადი და 2 ბონუს სავარჯიშოსგან შედგება:
პირველი დავალება ეხება კონკრეტულ რიცხვზე გაყოფის მახასიათებლებს.
მეორე ამოცანის ამოსახსნელად აუცილებელია მარტივი მათემატიკური გამოთვლების შესრულება.
მესამე დავალების შესასრულებლად საჭიროა კინგსელს ჰქონდეს საკმარისი ცოდნა რიცხვების ციფრთა ჯამის შესახებ.
მეოთხე სავარჯიშოში მონაწილემ რიცხვები ზრდადობის მიხედვით უნდა დაალაგოს.
მეხუთე ამოცანაში კინგსელმა უნდა დაადგინოს კლასში მოსწავლე ბიჭების რაოდენობა, გოგონების რაოდენობის გათვალისწინებით.
მეექვსე ამოცანის პირობაში მოცემუმლი კუპიურების მიხედვით, მონაწილემ უნდა განსაზღვროს, რამდენი სხვადასხვა ხერხით შეიძლება მოიცეს 30 თეთრი.
მეშვიდე სავარჯიშოს შესასრულებლად აუცილებელია წრის შესახებ ცოდნის ფლობა.
მერვე დავალება გეომეტრიას შეეხება და მოიცავს ამოცანას წრეწირის შესახებ.
რაც შეეხება ბონუს დავალებას, ის ერთი ამოცანისა და „საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ბუკლეტიდან დასმული კითხვისგან შედგება.
მე-7 კლასის ტესტი 8 ძირითადი და 2 ბონუს სავარჯიშოსგან შედგება:
პირველი დავალება ეხება წილადების შეკრებასა და გამრავლებას.
მეორე სავარჯიშოს შესარულებლად აუცილებელია კინგსელმა გამოთვალოს პირობაში მოცემული რიცხვის წილადი ნაწილი.
მესამე დავალება მონაწილისგან იმ სამნიშნა რიცხვების რაოდენობის დათვლას მოითხოვს, რომლებშიც ციფრები არ მეორდება.
მეოთხე სავარჯიშოში კინგსელს ნაშთების შესახებ ცოდნა გამოადგება.
მეხუთე დავალება ჯერადებსა და გამყოფებს ეხება.
მეექვსე სავარჯიშოს შესასრულებლად აუცილებელია სამზე გაყოფადობის ნიშნების ცოდნა.
მეშვიდე და მერვე ამოცანა გეომეტრიიდანაა და წრეწირის შესახებ ცოდნას მოითხოვს.
რაც შეეხება ბონუს დავალებას, ის ერთი ამოცანისა და „საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ბუკლეტიდან დასმული კითხვისგან შედგება.
მე-8 კლასის ტესტი 8 ძირითადი და 2 ბონუს სავარჯიშოსგან შედგება:
პირველი დავალება ეხება პერიოდულ ათწილადებს.
მეორე სავარჯიშოს შესარულებლად კინგსელს დასჭირდება ცოდნა ჯერადებისა და გამყოფების შესახებ.
მესამე დავალება ამოწმებს კინგსელის ცოდნას პროცენტების შესახებ.
მეოთხე სავარჯიშოში მონაწილემ უნდა დაადგინოს იმ ოთხნიშნა რიცხვების რაოდენობა, რომლებიც მხოლოდ კენტი ციფრებით ჩაიწერება და ციფრები არ მეორდება.
მეხუთე და მეექვსე სავარჯიშოების შესასრულებლად აუცილებელია კინგსელს ცოდნა ჰქონდეს გამყოფებისა და ნაშთების შესახებ.
მეშვიდე დავალება საშუალო არითმეტიკულის გამოთვლას მოითხოვს.
მერვე სავარჯიშო გეომეტრიას მოიცავს და სიმეტრიის შესახებაა.
რაც შეეხება ბონუს დავალებას, ის ერთი ამოცანისა და „საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ბუკლეტიდან დასმული კითხვისგან შედგება.
მე-9 კლასის ტესტი 8 ძირითადი და 2 ბონუს სავარჯიშოსგან შედგება:
პირველი დავალება ეხება პერიოდულ ათწილადებს.
მეორე სავარჯიშოს შესარულებლად სამკუთხედების შესახებ ცოდნა გამოადგება.
მესამე დავალება ამოწმებს კინგსელის ცოდნას პროცენტების შესახებ.
მეოთხე სავარჯიშო მართკუთხედის ფართობის გამოთვლას მოითხოვს.
მეხუთე დავალებაში მონაწილეს ფუნქციის ამოხსნა ევალება.
მეექვსე კითხვაზე პასუხის გაცემაში კინგსელს დისკრიმანანტის გამოსათვლელი ფორმულის ცოდნა დაეხმარება.
მეშვიდე სავარჯიშო სისტემის ამოხსნას გულისხმობს.
მერვე საკითხი ფიგურის პერიმეტრის გამოთვლას ეხება.
რაც შეეხება ბონუს დავალებას, ის ერთი ამოცანისა და „საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ბუკლეტიდან დასმული კითხვისგან შედგება.
მე-10 კლასის ტესტი 8 ძირითადი და 2 ბონუს სავარჯიშოსგან შედგება:
პირველი დავალება ეხება წილადებისა და ათწილადების ურთიერთმიმართებას.
მეორე ამოცანაში კინგსელმა კლასში მოსწავლეების რაოდენობა უნდა დაადგინოს, ჭადრაკის პარტიების რაოდენობის გათვალისწინებით.
მესამე და მეოთხე დავალებები სისტემებსა და ფუნქციებს ეხება.
მეხუთე სავარჯიშოსამოსახსნელად კინგსელს წესიერი ექვსკუთხედის ფართობის ცოდნა დასჭირდება.
მეექვსე დავალებაში კინგსელმა უნდა შეასრულოს არითმეტიკული მოქმედებები უცნობის დახმარებით.
მეშვიდე სავარჯიშოში მონაწილემ უნდა დაადგინოს, კვადრატულ განტოლებაში ფესვების რაოდენობა დისკრიმინანტის მიხედვით.
მერვე დავალება ფიგურის პერიმეტრს ეხება.
რაც შეეხება ბონუს დავალებას, ის ერთი ამოცანისა და „საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ბუკლეტიდან დასმული კითხვისგან შედგება.
მე-11 კლასის ტესტი 8 ძირითადი და 2 ბონუს სავარჯიშოსგან შედგება:
პირველი დავალება მიზნად ისახავს იმის გარკვევას, დადებითია თუ უარყოფითი პირობაში მოცემული გამოსახულება.
მეორე სავარჯიშოში კინგსელმა უნდა დაადგინოს, რას უდრის რომბის გვერდები მისი დიაგონალების მიხედვით.
მესამე დავალებაში მონაწილემ ფუნქცია უნდა ამოხსნას.
მეოთხე სავარჯიშოში მონაწილემ უნდა დაადგინოს, კვადრატულ განტოლებაში ფესვების რაოდენობა დისკრიმინანტის მიხედვით.
მეხუთე ამოცანაში კინგსელმა უნდა გაარკვიოს, რა დროში დაამზადებს მუშა ერთ დეტალს, მოცემული პირობის მიხედვით.
მეექვსე დავალება ნატურალური რიცვების გაყოფას ეხება.
მეშვიდე სავარჯიშო არითმეტიკული პროგრესიის შესახებაა.
მერვე დავალებაში კინგსელმა მართკუთხა სამკუთხედის ჰიპოტენუზა უნდა გამოთვალოს.
რაც შეეხება ბონუს დავალებას, ის ერთი ამოცანისა და „საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ბუკლეტიდან დასმული კითხვისგან შედგება.
მე-12 კლასის ტესტი 8 ძირითადი და 2 ბონუს სავარჯიშოსგან შედგება:
პირველ სავარჯიშოში მონაწილემ უნდა დაადგინოს, კვადრატული განტოლების მნიშვნელობა დისკრიმინანტის მიხედვით.
მეორე დავალებაში კინგსელმა შემოკლებული გამრავლების ფორმულა უნდა დაასრულოს.
მესამე სავარჯიშოს შესრულებაში მონაწილეს წესიერი ექვსკუთხედისა და წესიერი სამკუთხედის ფართობების შესახებ ცოდნა დაეხმარება.
მეოთხე სავარჯიშო ფუნქციას ეხება.
მეხუთე ამოცანაში კინგსელმა უნდა გაარკვიოს, რა დროში დაამზადებს მუშა ერთ დეტალს, მოცემული პირობის მიხედვით.
მეექვსე დავალებაში კინგსელმა იახტის სიჩქარე უნდა დაადგინოს.
მეშვიდე სავარჯიშო გეომეტრიული პროგრესიის შესახებაა.
მერვე დავალება ფიგურის პერიმეტრს შეეხება.
რაც შეეხება ბონუს დავალებას, ის ერთი ამოცანისა და „საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ბუკლეტიდან დასმული კითხვისგან შედგება.
კინგსი ოლიმპიადაზე საუკეთესო შედეგის დაფიქსირებას გისურვებთ!