2017-05-15

2017 წლის 21 მაისი კინგსელებისთვის სასიამოვნო სიახლეების დღეა.

თიბისიმ სპეციალურად კინგსელებისთვის ,,#1 ბარათი კინგსი” შექმნა. ცოდნისა და თავგადასავლების მაძიებელი თაობისთვის ახალი შესაძლებლობები იხსნება. კინგსელებს დღეიდან ამ გზაზე ახალი ძლიერი მეგობრები ჰყავს. საქართველოს წამყვანი ორგანიზაციები კინგსელებს მხარდაჭერას უცხადებენ და ამას მათთის დაგეგმილი სპეციალური შეთავაზებებითა და ღონისძიებებით გამოხატავენ. 

ასევე, „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ იზრუნებს მოსწავლეთა ინფორმირებულობაზე სამოქალაქო განათლებისა და ევროპული ღირებულებების შესახებ!

თითოეული წარმატებული მოსწავლისთვის ფერადი დღეების შექმნაზე იზრუნებს „დანკინ დონატსი“, „ვენდისი“, „მთაწმინდის პარკი“ და კინოთეატრები „კავეა“, „რუსთაველი“ და „ამირანი“!

გაიცანი კინგსის სხვა მეგობრებიც და გაიგე მეტი მათ შესახებ 21 მაისს!

საქართველოს 37 ქალაქში მათემატიკის ოლიმპიადის მეორე ტურზე ყველა კინგსელი მიიღებს პერსონალურ კონვერტს, რომლის საშუალებით 22 მაისიდან თიბისის ნებისმიერ ფილიალში თქვენ შეძლებთ მიიღოთ #1 ბარათი კინგსი სრულიად უფასოდ.

იყო კინგსელი ნიშნავს ისწრაფვოდე განვითარებისკენ.

დაუკავშირე შენი განვითარება საუკეთესო მეგობრებს!

აირჩიე შენი ბარათი ან სტიკერი და დაელოდე 21 მაისს!