კინგსის მათემატიკის ოლიმპიადის I აღდგენითი ტური შაბათს, 13 მაისს ჩატარდება.
გთავაზობთ ოლიმპიადის I ტურის ტესტების მიმოხილვას სხვადასხვა კლასის მიხედვით.
II კლასი
მეორე კლასის ტესტის ჯამური ქულაა 40. ტესტი შედგება 8 სავარჯიშოსა და ორი ბონუს საკითხისგან. თითოეული დავალება 5 ქულიანია.
პირველ სავარჯიშოში კინგსელმა უნდა გამოთვალოს მოცემული არითმეტიკული გამოსახულების მნიშვნელობა.
მეორე დავალებაში კი განსაზღვროს მოცემული არითმეტიკული ამოცანის პასუხი.
მესამე საკითხში მონაწილემ უნდა აირჩიოს ჩამოთვლილთაგან რომელი მაგალითის პასუხი განსხვავდება დანარჩენი ორისგან.
მეოთხე საკითხში კი შემოხაზოს მოცემული არითმეტიკული მაგალითის პასუხი.
მეხუთე და მეექვსე დავალებებში მოსწავლემ უნდა ამოხსნას ამოცანები.
მე-7 და მე-8 საკითხებში კი წარმოდგენილია გეომეტრიული ტესტები, რომელთა ამოსახსენლადაც მოსწავლეს მარტივი გეომეტრიული საკითხების ცოდნა სჭირდება.
რაც შეეხება ტესტის ბონუს დავალებას, მოცემულია ამოცანა და ორი კითხვაა დასმული ამ ამოცანის მიხედვით.
III კლასი
მესამე კლასის ტესტის ჯამური ქულაა 40. ტესტი შედგება 8 სავარჯიშოსა და ორი ბონუს საკითხისგან. თითოეული დავალება 5 ქულიანია.
პირველ სავარჯიშოში კინგსელმა უნდა გამოთვალოს მოცემული არითმეტიკული გამოსახულებების მნიშვნელობა.
მეორე დავალებაში კი განსაზღვროს მოცემული არითმეტიკული ამოცანის პასუხი.
მესამე საკითხში მონაწილემ უნდა დაალაგოს რიცხვები ზრდადობის მიხედვით.
მეოთხე საკითხში კი უნდა დაადგინოს რომელი მაგალითის პასუხი განსხვავდება დანარჩენი ორისგან.
მეხუთე და მეექვსე დავალებაში მოსწავლემ უნდა იპოვოს ამოცანის სწორი პასუხი.
მე-7 და მე-8 საკითხებში კი წარმოდგენილია გეომეტრიული ტესტები, რომელთა ამოსახსენლადაც მოსწავლეს მარტივი გეომეტრიული საკითხების ცოდნა სჭირდება.
რაც შეეხება ტესტის ბონუს დავალებას, მოცემულია ამოცანა და ორი კითხვაა დასმული ამ ამოცანის მიხედვით.
IV კლასი
მეოთხე კლასის ტესტის ჯამური ქულაა 40. ტესტი შედგება 8 სავარჯიშოსა და ორი ბონუს საკითხისგან. თითოეული დავალება 5 ქულიანია.
პირველ სავარჯიშოში კინგსელმა უნდა გამოთვალოს მოცემული არითმეტიკული გამოსახულებების მნიშვნელობა და აირჩიოს უდიდესი.
მეორე დავალებაში კი განსაზღვროს მოცემული არითმეტიკული ამოცანის პასუხი.
მესამე საკითხში მონაწილემ უნდა დაალაგოს რიცხვები კლებადობის მიხედვით.
მეოთხე საკითხში კი უნდა აირჩიოს რიცხვთა ის წყვილი, რომელთაგან ერთი მეორეე ორჯერ მეტია.
მეხუთე დავალებაში კინგსელმა უნდა ჩაწეროს პირობაში მოცემული ტექსტის შესაბამისი გამოსახულება.
მეექვსე დავალებაში კი უნდა იპოვოს ამოცანის სწორი პასუხი.
მე-7 და მე-8 საკითხებში კი წარმოდგენილია გეომეტრიული ტესტები, რომელთა ამოსახსენლადაც მოსწავლეს მარტივი გეომეტრიული საკითხების ცოდნა სჭირდება.
რაც შეეხება ტესტის ბონუს დავალებას, მოცემულია ამოცანა და ორი კითხვაა დასმული ამ ამოცანის მიხედვით.
V კლასი
მეხუთე კლასის ტესტის ჯამური ქულაა 40. ტესტი შედგება 8 სავარჯიშოსა და ორი ბონუს საკითხისგან. თითოეული დავალება 5 ქულიანია.
პირველ სავარჯიშოში კინგსელმა უნდა ამოარჩიოს მცდარი ტოლობა.
მეორე დავალებაში კი ამოხსნას მოცემული ამოცანა.
მესამე საკითხში მონაწილემ უნდა ამოარჩიოს ის რიცხვი, რომელიც არც უმცირესია და არც უდიდესი.
მეოთხე საკითხში კი უნდა აირჩიოს რიცხვთა ის წყვილი, რომელთაგან ერთი მეორის ციფრთა ჯამის ტოლია.
მეხუთე დავალებაში კინგსელმა უნდა ამოარჩიოს ის მიმდევრობა, სადაც რიცხვები ზრდადობის მიხედვითაა დალაგებული.
მეექვსე დავალებაში კი უნდა იპოვოს ამოცანის სწორი პასუხი.
მე-7 და მე-8 საკითხებში კი წარმოდგენილია გეომეტრიული ტესტები, რომელთა ამოსახსენლადაც მოსწავლეს მარტივი გეომეტრიული საკითხების ცოდნა სჭირდება.
რაც შეეხება ტესტის ბონუს დავალებას, მოცემულია ამოცანა და ორი კითხვაა დასმული ამ ამოცანის მიხედვით.
VI კლასი
მეექვსე კლასის ტესტის ჯამური ქულაა 40. ტესტი შედგება 8 სავარჯიშოსა და ორი ბონუს საკითხისგან. თითოეული დავალება 5 ქულიანია.
პირველ, მეორე და მესამე სავარჯიშოში კინგსელმა უნდა ამოარჩიოს სწორი პასუხი მოცემულ თეორიულ კითხვაზე.
მეოთხე საკითხში კი უნდა დაალაგოს რიცხვები კლებადობის მიხედვით.
მეხუთე დავალებაში კინგსელმა უნდა ამოხსნას მოცემული ამოცანა.
მეექვსე დავალებაში კი უნდა იპოვოს ამოცანის სწორი პასუხი.
მე-7 და მე-8 საკითხებში კი წარმოდგენილია გეომეტრიული ტესტები, რომელთა ამოსახსენლადაც მოსწავლეს მარტივი გეომეტრიული საკითხების ცოდნა სჭირდება.
რაც შეეხება ტესტის ბონუს დავალებას, მოცემულია ამოცანა და ორი კითხვაა დასმული ამ ამოცანის მიხედვით.
VII კლასი
მეშვიდე კლასის ტესტის ჯამური ქულაა 40. ტესტი შედგება 8 სავარჯიშოსა და ორი ბონუს საკითხისგან. თითოეული დავალება 5 ქულიანია.
პირველ სავარჯიშოში კინგსელმა უნდა იპოვოს მოცემული მაგალითის სწორი პასუხი.
მეორე დავალებაში კი უნდა იპოვოს რას უდრის მოცემული რიცხვის კონკრეტული წილადი ნაწილი.
მესამე საკითხში მონაწილემ უნდა ამოხსნას ამოცანა.
მეოთხე საკითხში კი უნდა უპასუხოს კითხვას გაყოფის შესახებ.
მეხუთე დავალებაში კინგსელმა უნდა ამოარჩიოს ის მიმდევრობა, სადაც რიცხვები ზრდადობის მიხედვითაა დალაგებული.
მეექვსე დავალებაში კი უნდა იპოვოს სწორი პასუხი სურათის მიხედვით.
მეშვიდე დავალებაში მოსწავლემ უნდა ამოხსნას უტოლობა.
მერვე საკითხში კი წარმოდგენილია გეომეტრიული ამოცანა, რომლის ამოსახსენლადაც მოსწავლეს მარტივი გეომეტრიული საკითხების ცოდნა სჭირდება.
რაც შეეხება ტესტის ბონუს დავალებას, მოცემულია ამოცანა და ორი კითხვაა დასმული ამ ამოცანის მიხედვით.
VIII კლასი
მერვე კლასის ტესტის ჯამური ქულაა 40. ტესტი შედგება 8 სავარჯიშოსა და ორი ბონუს საკითხისგან. თითოეული დავალება 5 ქულიანია.
პირველ სავარჯიშოში კინგსელმა უნდა აირჩიოს მიმდევრობა, რომელშიც რიცხვები ზრდადობის მიხედვითაა დალაგებული.
მეორე დავალებაში კი უნდა ამოხსნას ამოცანა.
მესამე საკითხში მონაწილემ უნდა გამოთვალოს პროცენტი.
მეოთხე საკითხში კი უნდა უპასუხოს თეორიულ კითხვას.
მეხუთე დავალებაში კინგსელმა უნდა ამოხსნას უტოლობა.
მეექვსე დავალებაში კი უნდა იპოვოს სწორი პასუხი სურათის მიხედვით.
მეშვიდე დავალებაში მოსწავლემ უნდა უპასუხოს კითხვას არითმეტიკული მოქმედებების შესახებ.
მერვე საკითხში კი წარმოდგენილია გეომეტრიული ამოცანა, რომლის ამოსახსენლადაც მოსწავლეს მარტივი გეომეტრიული საკითხების ცოდნა სჭირდება.
რაც შეეხება ტესტის ბონუს დავალებას, მოცემულია ამოცანა და ორი კითხვაა დასმული ამ ამოცანის მიხედვით.
IX კლასი
მეცხრე კლასის ტესტის ჯამური ქულაა 40. ტესტი შედგება 8 სავარჯიშოსა და ორი ბონუს საკითხისგან. თითოეული დავალება 5 ქულიანია.
პირველ სავარჯიშოში კინგსელმა უნდა დაალაგოს მოცემული რიცხვები კლებადობის მიხედვით.
მეორე დავალებაში კი უნდა აარჩიოს ჭეშმარიტი ტოლობა პირობის მიხედვით.
მესამე საკითხში მონაწილემ უნდა გამოთვალოს პროცენტი.
მეოთხე საკითხში კი უნდა გამოთვალოს სამკუთხედის ფართობი.
მეხუთე დავალებაში კინგსელმა უნდა ამოხსნას ფუნქცია.
მეექვსე დავალებაში კი ამოხსნას ამოცანა.
მეშვიდე დავალებაში მოსწავლემ უნდა გამოთვალოს უტოლობის პასუხი.
მერვე საკითხში კი წარმოდგენილია გეომეტრიული ამოცანა, რომლის ამოსახსენლადაც მოსწავლეს მარტივი გეომეტრიული საკითხების ცოდნა სჭირდება.
რაც შეეხება ტესტის ბონუს დავალებას, მოცემულია ამოცანა და ორი კითხვაა დასმული ამ ამოცანის მიხედვით.
X კლასი
მეათე კლასის ტესტის ჯამური ქულაა 40. ტესტი შედგება 8 სავარჯიშოსა და ორი ბონუს საკითხისგან. თითოეული დავალება 5 ქულიანია.
პირველ სავარჯიშოში კინგსელმა უნდა უპასუხოს კითხვას წილადებისა და ათწილადების შესახებ.
მეორე დავალებაში კი უნდა ამოხსნას ამოცანა.
მესამე საკითხში მონაწილემ უნდა შეასრულოს ფუნქციასთან დაკავშირებული მოქმედებები.
მეოთხე დავალებაში კინგსელმა უნდა ამოხსნას ფუნქცია.
მეხუთე საკითხში კი უნდა აირჩიოს სამკუთხედის ფართობის გამოსათვლელი პირობის შესაბამისი ფორმულა.
მეექვსე დავალებაში კინგსელმა უნდა უპასუხოს პირობაში მოცემულ არითმეტიკულ კითხვას.
მეშვიდე დავალებაში კი უპასუხოს პირობაში მოცემულ კითხვას გეომეტრიიდან.
მერვე საკითხში კი წარმოდგენილია გეომეტრიული ამოცანა, რომლის ამოსახსენლადაც მოსწავლეს მარტივი გეომეტრიული საკითხების ცოდნა სჭირდება.
რაც შეეხება ტესტის ბონუს დავალებას, მოცემულია ამოცანა და ორი კითხვაა დასმული ამ ამოცანის მიხედვით.
XI კლასი
მეთერთმეტე კლასის ტესტის ჯამური ქულაა 40. ტესტი შედგება 8 სავარჯიშოსა და ორი ბონუს საკითხისგან. თითოეული დავალება 5 ქულიანია.
პირველ სავარჯიშოში კინგსელმა უნდა უპასუხოს კითხვას მოცემული უტოლობის შესახებ.
მეორე დავალებაში კი უნდა გამოთვალოს რომბის ფართობი.
მესამე საკითხში მონაწილემ უნდა შეასრულოს ფუნქციასთან დაკავშირებული მოქმედებები.
მეოთხე დავალებაში კინგსელმა უნდა დაადგინოს განტოლების ამონახსნთა რაოდენობა.
მეხუთე საკითხში კი უნდა ამოხსნას ამოცანა.
მეექვსე დავალებაში კინგსელმა უნდა შეარჩიოს ჭეშმარიტი ტოლობა პირობის მიხედვით.
მეშვიდე დავალებაში კი ამოხსნას ფუნქცია.
მერვე საკითხში კი წარმოდგენილია გეომეტრიული ამოცანა, რომლის ამოსახსენლადაც მოსწავლეს მარტივი გეომეტრიული საკითხების ცოდნა სჭირდება.
რაც შეეხება ტესტის ბონუს დავალებას, მოცემულია ამოცანა და ორი კითხვაა დასმული ამ ამოცანის მიხედვით.
XII კლასი
მეთორმეტე კლასის ტესტის ჯამური ქულაა 40. ტესტი შედგება 8 სავარჯიშოსა და ორი ბონუს საკითხისგან. თითოეული დავალება 5 ქულიანია.
პირველ სავარჯიშოში კინგსელმა უნდა დაასრულოს ფორმულა.
მეორე დავალებაში კი უნდა გამოთვალოს პარალელოგრამის ფართობი.
მესამე საკითხში მონაწილემ უნდა შეასრულოს ფუნქციასთან დაკავშირებული მოქმედებები.
მეოთხე დავალებაში კინგსელმა უნდა ამოხსნას გეომეტრიასთან დაკავშირებული ამოცანა.
მეხუთე საკითხში კი შემოხაზოს პირობაში მოცემული ამოცანის სწორი პასუხი.
მეექვსე დავალებაში კინგსელმა უნდა ამოხსნას ფუნქცია.
მეშვიდე დავალებაში კი იპოვოს განტოლების ფესვები.
მერვე საკითხში კი წარმოდგენილია გეომეტრიული ამოცანა, რომლის ამოსახსენლადაც მოსწავლეს მარტივი გეომეტრიული საკითხების ცოდნა სჭირდება.
რაც შეეხება ტესტის ბონუს დავალებას, მოცემულია ამოცანა და ორი კითხვაა დასმული ამ ამოცანის მიხედვით.
კინგსი ოლიმპიადაზე წარმატებულ ასპარეზობას გისურვებთ!