ქართული ენის ოლიმპიადის ფინალური ტური 14 მაისს ჩატარდება. ფინალურ ტურში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ იმ მოსწავლეებს, რომელთაც გადალახეს ოლიმპიადის მეორე ტურზე დაწესებული 50%-ანი ზღვარი.
ფინალურ ტურში მონაწილეობის მიღება უფასოა!
ქართული ენის ფინალური ტური შემდეგი განრიგით ჩატარდება:
14 მაისი: კვირა
10:00- II და IX კლასი
12:00- IV, VII და XI კლასი
14:00- III, VIII და XII კლასი
16:00- V, VI, და X კლასი
ფინალური ტური შემდეგ ქალაქებში ჩატარდება:
თბილისი- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსი. მის: კოსტავას #77. უნდა გამოცხადდნენ: თბილისის, საგარეჯოს, მცხეთა-დუშეთის სკოლის მოსწავლეები.
რუსთავი- ქალაქ რუსთავის №22 საჯარო სკოლა. მის: ქუთაისის ქ. №6. უნდა გამოცხადდნენ რუსთავისა და გარდაბნის სკოლის მოსწავლეები.
ახალციხე- ახალციხის N6 საჯარო სკოლა. მის: პეტრე იბერის N2. უნდა გამოცხადდნენ ახალციხის სკოლის მოსწავლეები.
გორი- გორის N4 საჯარო სკოლა. მის: გ. ჭანტურიას 5. უნდა გამოცხადდნენ გორის, ქარელისა და კასპის სკოლის მოსწავლეები.
თელავი- თელავის N4 საჯარო სკოლა. მის: ერეკლე II-ის გამზირი №19. უნდა გამოცხადდნენ თელავის, ლაგოდეხისა და გურჯაანის სკოლის მოსწავლეები.
ქუთაისი- ანდრია რაზმაძის სახელობის ქ. ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის სკოლა. მის: რუსთაველის N127. უნდა გამოცხადდნენ ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, ვანის, ბაღდათის, სამტრედიის, მარტვილის, წალენჯიხის და ჩხოროწყუს სკოლის მოსწავლეები.
ხაშური- ხაშურის გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ ხაშურის №6 საჯარო სკოლა, მისამართი: ფალიაშვილის ქ. №10. უნდა გამოცხადდნენ ხაშურის სკოლის მოსწავლეები.
ბათუმი- "ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი", მის: ნინოშვილის 35. უნდა გამოცხადდნენ ბათუმის, ქობულეთისა და ოზურგეთის სკოლის მოსწავლეები.
ზესტაფონი- ზესტაფონის N7 საჯარო სკოლა. მის: რუსთაველის ქ N12. უნდა გამოცხადდნენ ზესტაფონის, საჩხერის, ხარაგაულისა და ჭიათურის სკოლის მოსწავლეები.
ზუგდიდი- ზუგდიდის N2 საჯარო სკოლა. მის: გამსახურდიას N9. უნდა გამოცხადდნენ ზუგდიდის, ხობის, აბაშის, სენაკის, წალენჯიხის და ჩხოროწყუს სკოლის მოსწავლეები.
ფოთი- ფოთის N2 საჯარო სკოლა. მის: ნ. ჟვანიას ქ. №9. უნდა გამოცხადდნენ ფოთის სკოლის მოსწავლეები.