გაზაფხულის სეზონის ქართული ენის ოლიმპიადის ფარგლებში დაწყებული მასშტაბური სოციალური პროექტის მთავარი მიზანი საზოგადოებაში დამკვიდრებული გრამატიკულად არასწორი მეტყველების სწორი ფორმებით ჩანაცვლება და ენის დაბინძურებასთან მასშტაბური ბრძოლაა.
„გაიცანი ქართული“ - გზა, რომელიც 40 ქალაქის 200–ზე მეტმა სკოლამ, 35 000–მდე მოსწავლემ და 7 000-მდე მასწავლებელმა კინგსთან ერთად გაიარა, ახალ ეტაპზე გადადის. კამპანიის ფარგლებში მონაწილეებმა დაიწყეს ზრუნვა იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის მიეწოდებინათ ინფორმაცია გამართული ქართულით მეტყველების შესახებ.
ქართული ენის ოლიმპიადის პირველ ტურზე დაწყებული კამპანია დღესაც გრძელდება, ოლიმპიადის მონაწილე თითოეული კინგსელის მიერ გამოგზავნილი სიტყვა ერთ დოკუმენტად შეიკვრება და საბოლოოდ ლექსიკონის სახეს მიიღებს. აქამდე კი მხოლოდ ერთი ნაბიჯი დარჩა!
მეორე ტურის თითოეული მოასპარეზე საზოგადოებისთვის გააკეთებს გზავნილს, რომელსაც კინგსი 40 ქალაქის თითოეულ სკოლაში მიიტანს. კინგსელების მონაწილეობით შეიქმნება ყველასათვის საჭირო დოკუმენტი, რომელიც დაგვეხმარება მეტყველების სწორი ფორმების ფართო მასშტაბებით გავრცელებაში.
კინგსელო, მოდი 7 მაისს ქართული ენის ოლიმპიადის მეორე ტურზე და მიიყვანე ბოლომდე ენის გაცნობისა და დაცვის საქმე! გააფერადე საკუთარი და სხვების ცხოვრება სწორად მეტყველებით!