2017-04-27

30 აპრილს, მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას კინგსი და კინგსელები სამოქალაქო განათლებისადმი საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას მიუძღვნის!

კინგსელობა არ შემოიფარგლება მხოლოდ სწავლითა და სასკოლო აქტივობებში მიღწეული წარმატებით. იყო კინგსელი ნიშნავს გიყვარდეს: გიყვარდეს შენი ქალაქი, შენი მეგობრები,  შენი მშობლები.

სწორედ ამ მიზნით კინგსი ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის მხარდაჭერით მათემატიკის ოლიმპიადის ფარგლებში მასშტაბურ სოციალურ კამპანიას გთავაზობთ, რომლის მიზანი მოსწავლე-ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება.

30 აპრილს, ოლიმპიადის პირველ ტურზე თითოეული კინგსელი მიიღებს ბროშურას, რომელიც მას რამდენიმე კინგსელის შესახებ პატარა ამბებს უყვება. ამ პატარა ამბების მეშვეობით კინგსელები მეტს გაიგებენ სამოქალაქო განათლების მიმართულებით, რასაც ისიც უზრუნველყოფს, რომ უკვე მეორე ტურზე მოსწავლეებს ტესტის ბონუს ამოცანაში დახვდებათ კითხვა სამოქალაქო განათლებიდან, კინგსელების შესახებ მოთხრობილი ამბებიდან.

ჩვენ - კინგსელებს, გვაქვს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, რასაც კიდევ ერთხელ დავადასტურებთ 30 აპრილს საერთაშორისო ოლიმპიადაზე.

ასევე, ოლიმპიადაზე კინგსელებს გადაეცემათ ევროპაში უვიზო მიმოსვლის შესახებ ინფორმაციული ბროშურები, რომელში განხილული საკითხების ცოდნაც ყველა მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია.

ჩვენ - კინგსელები, მოვუყვებით ყველას წაკითხულის შესახებ და საკუთარ გზავნილს გავუგზავნით საზოგადოებას.

პროექტი ხორციელდება  ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის მხარდაჭერით.

კინგსი გისურვებთ წარმატებულ ასპარეზობას მათემატიკის ოლიმპიადის I ტურზე!

რეგისტრაციისთვის ესტუმრეთ ბმულს.