2017-04-22

გაზაფხულის სეზონის ქართული ენის ოლიმპიადის ფარგლებში დაწყებული მასშტაბური სოციალური პროექტის მთავარი მიზანი რომლის მიზანიც საზოგადოებაში დამკვიდრებული გრამატიკულად არასწორი მეტყველების სწორი ფორმებით ჩანაცვლება და ენის დაბინძურებასთან მასშტაბური ბრძოლაა.  „გაიცანი ქართული“ - კამპანია, რომელმაც  40 ქალაქის 200–ზე მეტი სკოლა, 35 000–მდე სკოლის მოსწავლე და 7 000-მდე მასწავლებელი გააერთიანა ერთი მიზნის ირგვლივ - დაეცვათ და გაეცნოთ ქართული ენა.

პროექტის ფარგლებში კინგსის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ქვიზი, რომელშიც 2000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. მათ აირჩიეს თავიანთი სიტყვა, რომლის დაცვაზეც აიღეს პასუხისმგებლობა და საზოგადოებას გააცნეს გრამატიკულად სწორი ფორმა. პირველ ტურზე კი ყველა კინგსელმა მიიღო თავიანთი სიტყვის სტიკერი, იმის დასტურად, რომ ენის სამსახურში აქტიურად დგანან.


ქართული ენის ოლიმპიადის II ტური გაიმართება 7 მაისს.

კინგსი გისურვებთ წარმატებებს!