2017-04-21

თითოეული კინგსელი კონკრეტულ საგანში წარმატებული და ნიჭიერი მოსწავლეა. ისინი ძალისხმევას არ იშურებენ, რომ მიიღონ მეტი ცოდნა და გახდნენ საუკეთესოები. თუმცა, გარდა სკოლაში მიღებული ცოდნისა, უმნიშვნელოვანესია უნარ-ჩვევები, რომლებიც კინგსელებს გააჩნიათ. ვუნდერკინგსი არის საშუალება, რომ მოსწავლეებმა განავითარონ ლოგიკური მსჯელობის, კრიტიკული აზროვნების, დასკვნების სწრაფად გამოტანის უნარები და ამით გახდნენ მეტად თავდაჯერებულები და წარმატებულები.

ვუ ნდერკინგსის ტესტი მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

 

ანალოგიები - ტესტის ეს ნაწილი მოსწავლეებს დამოუკიდებელ აზროვნებას აჩვევს. იმისთვის, რომ დავალებას წარმატებით გაართვას თავი, მონაწილემ, აუცილებელია,მოცემულ სიტყვებს შორის იპოვოს სწორი კავშირი.

 

წინადადების შევსება - ამ დავალებაში მოცემულია წინადადებები, რომლებშიც რამდენიმე სიტყვაა გამოტოვებული.ისინი უნდა შეივსოს  ერთი ან რამდენიმე სიტყვით, რომელთა მეშვეობით დასრულებული წინადადება მიიღება.

 

ლოგიკა - ეს კატეგორია მოსწავლეს ლოგიკურ აზროვნებას უმოწმებს და უვითარებს. საჭიროა მოცემული ფაქტების თავმოყრა და მათგან გამომდინარე ლოგიკური დასკვნების გაკეთება,რაც მოზარდს დაეხმარება გამოიმუშავოს მსჯელობის უნარი.

 

IQ ტესტი - აქ კინგსელებმა აღქმისა და წარმოსახვის უნარი უნდა მოიშველიონ, რათა წარმატებით გაართვან თავი დავალებას.

 

 

მათემატიკური აზროვნება - რაოდენობრივი შედარება და ტექსტური ამოცანა მონაწილეს ეხმარება, გაივარჯიშოს გონება და რთული ამოცანის მარტივად გადაწყვეტა მოახერხოს.

 

30 აპრილს, მათემატიკის ოლიმპიადის I ტურზე კინგსელებს ეძლევათ შესაძლებლობა ჩაერთონ ვუნდერკინგსის უნიკალურ პროექტში და შეაფასონ, წარმოაჩინონ საკუთარი უნარები.

იხილეთ ტესტის ნიმუშები და მოემაზდეთ პირველი უფასო ტურისთვის:

 

მე-2 კლასი

მე-3 კლასი

მე-4 კლასი

მე-5 კლასი

მე-6 კლასი

მე-7 კლასი

მე-8 კლასი

მე-9 კლასი

მე-10 კლასი

მე-11 კლასი

მე-12 კლასი