2017-04-19

კინგსის პირველი საერთაშორისო ოლიმპიადა მათემატიკაში  სამოქალაქო ცნობიერების დონის ამაღლებას მიეძღვნება და ამ პროცესში ჩვენი მხარდამჭერი „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ იქნება. ჩვენ თითოეულ კინგსელთან ერთად ვეცდებით მივაწოდოთ საზოგადოებას ინფორმაცია სამოქალაქო წესრიგისა და ევროპული ღირებულებების შესახებ.

ეს თანამშრომლობა თითოეული კინგსელისთვის მნიშვნელოვანია რამდენიმე მიზეზის გამო:

  • „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ დაგვეხმარება ევროპული ღირებულებების ათიათასობით მოსწავლესთან მიტანასა და ინფორმირებულობის დონის ამაღლებაში ამ მხრივ დაიგეგმება არაერთი საინტერესო აქტივობა;
  • გაიმართება შეხვედრები საინფორმაციო ცენტრში. ასევე მათი წარმომადგენლები გამართავენ შეხვედრებს სკოლებში;
  • გაიმართება ერთობლივი დაჯილდოებები;

30 აპრილს, მათემატიკის ოლიმპიადის პირველ ტურზე ათიათასობით კინგსელთან ერთად დაიწყება პროცესი, რომელიც სრულფასოვანი მოქალაქეების ჩამოყალიბებასა და ინფორმირებულობას შეუწყობს ხელს!


ოლიმპიადაზე რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: kings.ge/register