2017-04-15

კინგსისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ კინგსელი ნიშნავს წარმატებულ, მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ მოსწავლეს. თუმცა გარდა ამ თვისებებისა, არსებობს მახასიათებლები, რომლებიც ადამიანს, როგორც სრულფასოვან მოქალაქეს აყალიბებს.

თუ გზას არასდროს კვეთ ქვეითისთვის აკრძალულ ადგილას და ზებრა გადასასვლელზე ელოდები მწვანე შუქს, ნაგავს ხშირად ჩანთით ან ჯიბეებით ატარებ მანამ, სანამ უახლოეს ნაგვის ურნასთან არ აღმოჩნდები ან მიუხედავად იმისა, რომ გეჩქარება რიგში შენს წინ მდგომს არასდროს გადაუსწრებ, მაშინ თამამად შეგიძლია თქვა, რომ შენი სამოქალაქო განათლების დონე საკმაოდ მაღალია. მაგრამ სამწუხაროდ, ზოგადი ფონი გვეუბნება, რომ ყოველდღე უფრო და უფრო მეტი ადამიანია საფრთხეში მძღოლის ან ქვეითის დაუდევრობის გამო, უფრო და უფრო მეტი პოლიეთილენის პარკი ჰკიდია ხეზე და უფრო ხშირად გვიწევს მოქალაქეებისთვის იმის ახსნა, რომ რიგი უნდა დაიცვას.

ჩადექი სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების სამსახურში და დაიცავი საკუთარი და სხვების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება! იყო კინგსელი ნიშნავს გიყვარდეს, ზრუნავდე და იცოდე მეტი სრულფასოვან სამოქალაქო ღირებულებებზე!

კინგსი მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის ფარგლებში იწყებს კამპანიას, რომელიც ამ და სხვა მსგავს საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებულობასა და მათში ამ პრობლემების მეტი აქტუალურობით დასმას გულისხმობს.