2017-04-18

30 აპრილს კიგნსელებისთვის მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა ჩატარდება. სხვა სეზონებისგან განსხვავებით, წელს კინგსი პირველად ჩაატარებს საერთაშორისო ოლიმპიადას საქართველოში, პოლონეთში, ესტონეთსა და ლიტვაში.

მათემატიკის ოლიმპიადის მსვლელობის განმავლობაში კინგსი ხელს შეუწყობს ქართველი კინგსელების ინტეგრაციას ევროპელ თანატოლებთან და მათ ჩართვას სხვადასხვა აქტივობებში. ამ პროცესის მეტი ინტენსივობით წარმართვისთვის კინგსმა დაიწყო თანამშრომლობა „საინფორმაციო ცენტრთან ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“. საინფორმაციო ცენტრი უკვე 11 წელია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ საზოგადოების ინფორმირებაზე ზრუნავს.

კინგსის საერთაშორისო ასპარეზზე გასვლა თითოეული კინგსელის აქტიურობისა და გამორჩეულობის დამსახურებაა. 30 აპრილს მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ კინგსის პირველ საერთაშორისო ოლიმპიადაზე, რომელშიც მონაწილეობენ ქართველი, ესტონელი, ლიტველი და პოლონელი კინგსელები.

დამატებითი ინფორმაცია ეტაპობრივად გამოქვეყნდება.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ: kings.ge/register