2017-04-10

 

კომპანია კინგსის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას დაარსების დღიდან საერთაშორისო ასპარეზზე კინგსის და კინგსელების განვითარება წარმოადგენს. სწორედ ჩვენი მთავარი მიზნიდან, მივცეთ ფართო შესაძლებლობები კინგსელებს, გამომდინარეობს პირველი საერთაშორისო მათემატიკური ოლიმპიადის ორგანიზება.

ამ პროცესის პირველი ნაბიჯი წარმატებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ მოსწავლეთა პირველი მასშტაბური გაერთიანების ჩამოყალიბებაა, რაც კინგსელებს მისცემს შესაძლებლობას კომუნიკაცია ჰქონდეთ წარმატებულ უცხოელ თანატოლებთან. ეს არის პირველი ნაბიჯი კინგსელების ერთმანეთთან ინტეგრაციის პროცესისა.

ოლიმპიადებზე მოასპარეზე მოსწავლეები საერთო სისტემით შეფასდებიან და სეზონის ბოლოს გამოქვეყნდება რეიტინგი, რომელიც ოთხივე ქვეყნის კინგსელს გააერთიანებს. გარდა ამისა, კინგსი იზრუნებს მათ შორის მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე. მსგავსი ფაქტები კიდევ უფრო ამცირებს უხილავ საზღვრებს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს შორის და კიდევ უფრო გვაახლოვებს ევროპულ ოჯახთან.

მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის ყველა მონაწილე მიიღებს დამადასტურებელ მოწმობას- სერტიფიკატს, რომელიც ადასტურებს კინგსელების საერთაშორისო ოლიმიადაში მონაწილეობას. 

რეგისტრაცია გრძელდება 30 აპრილამდე შემდეგ ბმულზე:

www.kings.ge/register