ქართული ენის პირველი ტურის მეორე ნაკადისთვის ოლიმპიადა კვირას, 9 აპრილს ჩატარდება. მეორე ნაკადზე მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ იმ მოსწავლეებს, რომლებიც არ გამოცხადებულან 2 აპრილს.
იმის გამო, რომ 9 აპრილს ბზობის დღესასწაულია, ოლიმპიადა შემდეგი განრიგით ჩატარდება:
14:00 საათი
მე-3 მე-4 მე-7 მე-8 მე-11 მე-12 კლასები
16:00 საათი
მე-2, მე-5, მე-6, მე-9 და მე-10 კლასები.
რაც შეეხება ლოკაციებს, მეორე ნაკადის ოლიმპიადები ჩატარდება შემდეგ ქალაქებში:
თბილისი -საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსი. მის: კოსტავას #77.
რუსთავი- ქალაქ რუსთავის №22 საჯარო სკოლა. მის: ქუთაისის ქ. №6.
ბათუმი- "ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი", მის: ნინოშვილის 35.
ქუთაისი- ანდრია რაზმაძის სახელობის ქ. ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის სკოლა. მის: რუსთაველის N127.
გორი- გორის N4 საჯარო სკოლა. მის: გ. ჭანტურიას 5.
ახალციხე- ახალციხის N6 საჯარო სკოლა. მის: პეტრე იბერის N2.
თელავი- თელავის N4 საჯარო სკოლა. მის: ერეკლე II-ის გამზირი №19.
ზუგდიდი- ზუგდიდის N2 საჯარო სკოლა. მის: გამსახურდიას N9.
ზესტაფონი- ზესტაფონის N7 საჯარო სკოლა. მის: რუსთაველის ქ N12.
კინგსი გისურვებთ წარმატებებს!