2017-03-29

უდიდესი ისტორიის მქონე ენა, რომელიც დღეს საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი საუნჯეა, თითოეული ჩვენგანის მიერ დაცვასა და შენარჩუნებას საჭიროებს. ყველა ეპოქაში არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც დიდი შრომისა და თავდადების ფასად ავითარებდნენ ქართულ ენას და იბრძოდნენ იმისთვის, რომ ჩვენამდე მოსულიყო ენის ფუნდამენტური მახასიათებლები. მათი სახელები ისტორიამ ოქროს ასოებით შემოინახა. დღეს შენი ჯერია!

შემოუერთდი კამპანიას 2 აპრილს, ქართული ენის ოლიმპიადის I ტურზე და მიიღე სიმბოლური დასტური იმისა, რომ დგახარ ქართული ენის დაცვისა და შენარჩუნების სამსახურში!