2017-03-28

2 აპრილს საქართველოს 37 ქალაქში ქართული ენის ოლიმპიადის პირველი უფასო ტური ჩატარდება.

ტესტების მიმოხილვით გაიგებთ რა ტიპის ტესტები იქნება გამოყენებული ოლიმპიადაზე, რაც დაგეხმარებათ უკეთესი შედეგის მიღწევაში.

 

გთავაზობთ ტესტების მიმოხილულვას თითოეული კლასის მიხედვით:

მე-2 კლასის ტესტის ჯამური ქულაა 100. ტესტი შედგება 4 სავარჯიშოსა და ერთი ბონუს დავალებისგან.

პირველი სავარჯიშო ეხება სიტყვაში მარცვლების რაოდენობის განსაზღვრას, სიტყვის დამარცვლასა და გადატანას. ეს დავალება 30 ქულიანია და მასში 10 საკითხია.

მეორე დავალების შესასრულებლად კინგსელს მომქმედების გამომხატველი სიტყვებისა და მათი დროის განსაზღვრა ესაჭიროება. სავარჯიშოში 10 საკითხია და ის 30-ქულიანია.

მესამე სავარჯიშო სასვენ ნიშნებს მოიცავს. ის 20 ქულიანია და 5 საკითხისგან შედგება.

მეოთხე სავარჯიშო სიტყვათა მართლწერას და მათი აზრობრივი დაკავშირების უნარს ამოწმებს. ის 5 საკითხისგან შედგება და 20 ქულიანია.

რაც შეეხება ბონუს დავალებას, ის მონაწილის ზოგად ცოდნას ამოწმებს. სხვა საკითხებთან ერთად კინგსელს თვეების, ანდაზებისა და მხატვრული გამონათქვამების შინაარსის ცოდნა დაეხმარება. ბონუს დავალება 15-ქულიანია და მასში 5 საკითხია.

 

მე-3 კლასის ტესტის ჯამური ქულაა 100. ტესტი შედგება 4 სავარჯიშოსა და 1 ბონუს დავალებისგან.

პირველ სავარჯიშო ეხება სიტყვაში მარცვლების რაოდენობის განსაზღვრას, სიტყვის დამარცვლას და არსებით, საკუთარ და ზედსართავ სახელებს. ეს დავალება 30-ქულიანია და მასში 10 საკითხია.

მეორე სავარჯიშო რიცხვითი   სახელებს, ნაცვალსახელებს და მოქმედების  აღმნიშვნელ   სიტყვებს მოიცავს. ის 30-ქულიანია და 10 საკითხისგან შედგება.

მესამე დავალებაში მოცემულია საკითხები მსგავსი და საპირისპირო მნიშვნელობის მქონე სიტყვებზე. სავარჯიშო 20-ქულიანია და 5 საკითხს მოიცავს.

მეოთხე დავალების შესასრულებლად კინგსელს აზრის მართებულობის განსაზღვრა ესაჭიროება. სავარჯიშოში 5 საკითხია და ის 20-ქულიანია.

რაც შეეხება ტესტის ბონუს დავალებას, ის მონაწილის ზოგად ცოდნას ამოწმებს. სხვა საკითხებთან ერთად კინგსელს თვეების, ანდაზებისა და მხატვრული გამონათქვამების შინაარსის ცოდნა დაეხმარება. ბონუს დავალება 15-ქულიანია და მასში 5 საკითხია.

 

მე-4 კლასის ტესტის ჯამური ქულაა 100. ტესტი შედგება 4 სავარჯიშოსა და 1 ბონუს დავალებისგან.

პირველი სავარჯიშო არსებით, ზედსართავ და რიცხვით სახელებს ეხება. ეს დავალება 30 ქულიანია და მასში 10 საკითხია.

მეორე სავარჯიშო ნაცვალსახელებს და მოქმედების აღმნიშვნელ სიტყვებს მოიცავს. ის 30-ქულიანია და მასში 10 საკითხია.

მესამე დავალებაში მოცემულია საკითხები რთულ სიტყვებზე, ერთნაირი მნიშვნელობისა და საპირისპირო მნიშვნელობის სიტყვებზე. ეს სავარჯიშო 5 საკითხისგან შედგება და 20-ქულიანია.

მეოთხე დავალება ბრუნვებსა და ნათ ნიშნებს ეხება. ის 20-ქულიანია 5 საკითხისგან შედგება. 

რაც შეეხება ტესტის ბონუს დავალებას, ის მონაწილის ზოგად ცოდნას ამოწმებს. სხვა საკითხებთან ერთად კინგსელს თვეებისა და მხატვრული გამონათქვამების შინაარსის ცოდნა დაეხმარება. ბონუს დავალება 15-ქულიანია და მასში 5 საკითხია.

 

მე-5 კლასის ტესტის ჯამური ქულაა 100. ტესტი შედგება 4 სავარჯიშოსა და 1 ბონუს დავალებისგან.

პირველი სავარჯიშო არსებით და ზედსართავ სახელებს და ბრუნვებს ეხება. ეს დავალება 30 ქულიანია და მასში 10 საკითხია.

მეორე სავარჯიშო სინონიმებს,  ანტონიმებს, რიცხვითი  სახელებს და  მათ  მართლწერას მოიცავს. ის 10 საკითხისგან შედგება და 30 ქულიანია.

მესამე დავალებაში მოცემულია საკითხები ნაცვალსახელზე, ზმნაზე და ზმნასთან პირების შეწყობაზე. სავარჯიშო 20-ქულიანია და მასში 5 საკითხია.

მეოთხე დავალება ზმნიზედასა და ზმნიზედის ჯგუფებს ეხება. სავარჯიშოში 5 საკითხია და ის 20-ქულიანია.

რაც შეეხება ტესტის ბონუს დავალებას, ის მონაწილის ზოგად ცოდნას ამოწმებს.  სხვა საკითხებთან ერთად კინგსელს ანდაზებისა და მხატვრული გამონათქვამების შინაარსის ცოდნა დაეხმარება. ბონუს დავალება 15-ქულიანია და მასში 5 საკითხია.

 

მე-6 კლასის ტესტის ჯამური ქულაა 100. ტესტი შედგება 4 სავარჯიშოსა და 1 ბონუს დავალებისგან.

პირველი სავარჯიშო ბრუნებად სიტყვებს, სინონიმებსა და ანტონიმებს ეხება. ეს დავალება 30-ქულიანია და მასში 10 საკითხია.

მეორე სავარჯიშო ზმნას,  ზმნის  დროებს,  ზმნისწინებს მოიცავს. ის 10 საკითხისგან შედგება დ 30-ქულიანია.

მესამე დავალებაში მოცემულია საკითხები წინადადების,  მარტივი  და რთული  წინადადებისა და წინადადების  წევრების შესახებ. ის 20 ქულიანია და მასში 5 საკითხია.

მეოთხე დავალება სიტყვების ბრუნვა. სავარჯიშო 20 ქულიანია და 5 საკითხს მოიცავს.

რაც შეეხება ტესტის ბონუს დავალებას, ის მონაწილის ზოგად ცოდნას ამოწმებს.  კინგსელს  მხატვრული ხერხების, ანდაზებისა და ფრაზეოლოგიზმების შინაარსის ცოდნა ესაჭიროება. ბონუს დავალება 15-ქულიანია და მასში 5 საკითხია.

 

მე-7 კლასის ტესტის ჯამური ქულაა 100. ტესტი შედგება 4 სავარჯიშოსა და 1 ბონუს დავალებისგან.

პირველი სავარჯიშო ბრუნებად  სიტყვებს,  ფუძეს,  კუმშვასა და   კვეცას ეხება. ეს დავალება 30-ქულიანია და მასში 10 საკითხია.

მეორე სავარჯიშო მოიცავს ზმნას და ზმნის  პირებს . ის 30-ქულიანია და მასში 10 საკითხია.

მესამე დავალებაში მოცემულია საკითხები ზმნიზედაზე   და  ზმნიზედათა  ჯგუფებზე. სავარჯიშოში 5 საკითხია და ის 20-ქულიანია.

მეოთხე დავალება ეხება ნაცვალსახელსა  და  ნაცვალსახელთა  ჯგუფებს. სავარჯიშო 5 საკითხისგან შედგება და 20-ქულიანია. 

რაც შეეხება ტესტის ბონუს დავალებას, ის მონაწილის ზოგად ცოდნას ამოწმებს. ცნობილ ქართველ მწერლებზე ბიოგრაფიულ ცნობებთან ერთად კინგსელს ფრაზეოლოგიზმების ცოდნა ესაჭიროება. ბონუს დავალება 15-ქულიანია და მასში 5 საკითხია.

 

მე-8 კლასის ტესტის ჯამური ქულაა 100. ტესტი შედგება 4 სავარჯიშოსა და 1 ბონუს დავალებისგან.

 პირველი სავარჯიშო მორფოლოგიასა და ორთოგრაფიას ეხება. ის 20 ქულიანია და მასში 10 საკითხია.

 მეორე დავალება მორფოლოგიას ეთმობა. სავარჯიშოში 5 საკითხია და ის 15 ქულიანია.

 მესამე დავალება სინტაქსს მოიცავს. ის 45 ქულიანია და 15 საკითხისგან შედგება.

 მეოთხე სავარჯიშო ეხება ლექსიკასა და ფრაზეოლოგიას. დავალება 20-ქულიანია და მასში 10 საკითხია. 

რაც შეეხება ტესტის ბონუს დავალებას, ის მონაწილის გრამატიკულ ცოდნას ამოწმებს. ბონუს დავალება 15-ქულიანია და მასში 5 საკითხია.

 

მე-9 კლასის ტესტის ჯამური ქულაა 100. ტესტი შედგება 4 სავარჯიშოსა და 1 ბონუს დავალებისგან.

 პირველი სავარჯიშო მორფოლოგიასა და ორთოგრაფიას ეხება. ის 20 ქულიანია და მასში 10 საკითხია.

 მეორე დავალება მორფოლოგიას ეთმობა. სავარჯიშოში 5 საკითხია და ის 15 ქულიანია.

მესამე დავალება სინტაქსს მოიცავს. ის 45 ქულიანია და 15 საკითხისგან შედგება.

მეოთხე სავარჯიშო ეხება ლექსიკასა და ფრაზეოლოგიას. დავალება 20-ქულიანია და მასში 10 საკითხია. 

 რაც შეეხება ტესტის ბონუს დავალებას, ის მონაწილის გრამატიკულ ცოდნას ამოწმებს. ბონუს დავალება 15-ქულიანია და მასში 5 საკითხია.

 

მე-10 კლასის ტესტის ჯამური ქულაა 100. ტესტი შედგება 4 სავარჯიშოსა და 1 ბონუს დავალებისგან.

 პირველი სავარჯიშო მორფოლოგიასა და ორთოგრაფიას ეხება. ის 20 ქულიანია და მასში 10 საკითხია.

 მეორე დავალება მორფოლოგიას ეთმობა. სავარჯიშოში 5 საკითხია და ის 15 ქულიანია.

 მესამე დავალება სინტაქსს მოიცავს. ის 45 ქულიანია და 15 საკითხისგან შედგება.

 მეოთხე სავარჯიშო ეხება ლექსიკასა და ფრაზეოლოგიას. დავალება 20-ქულიანია და მასში 10 საკითხია.  

რაც შეეხება ტესტის ბონუს დავალებას, ის მონაწილის გრამატიკულ ცოდნას ამოწმებს. ბონუს დავალება 15-ქულიანია და მასში 5 საკითხია.

 

მე-11 კლასის ტესტის ჯამური ქულაა 100. ტესტი შედგება 4 სავარჯიშოსა და 1 ბონუს დავალებისგან.

 პირველი სავარჯიშო მორფოლოგიასა და ორთოგრაფიას ეხება. ის 20 ქულიანია და მასში 10 საკითხია.

 მეორე დავალება მორფოლოგიას ეთმობა. სავარჯიშოში 5 საკითხია და ის 15 ქულიანია.

 მესამე დავალება სინტაქსს მოიცავს. ის 45 ქულიანია და 15 საკითხისგან შედგება.

 მეოთხე სავარჯიშო ეხება ლექსიკასა და ფრაზეოლოგიას. დავალება 20-ქულიანია და მასში 10 საკითხია.  

რაც შეეხება ტესტის ბონუს დავალებას, ის მონაწილის გრამატიკულ ცოდნას ამოწმებს. ბონუს დავალება 15-ქულიანია და მასში 5 საკითხია.

 

მე-12 კლასის ტესტის ჯამური ქულაა 100. ტესტი შედგება 4 სავარჯიშოსა და 1 ბონუს დავალებისგან.

 პირველი სავარჯიშო მორფოლოგიასა და ორთოგრაფიას ეხება. ის 20 ქულიანია და მასში 10 საკითხია.

 მეორე დავალება მორფოლოგიას ეთმობა. სავარჯიშოში 5 საკითხია და ის 15 ქულიანია.

 მესამე დავალება სინტაქსს მოიცავს. ის 45 ქულიანია და 15 საკითხისგან შედგება.

 მეოთხე სავარჯიშო ეხება ლექსიკასა და ფრაზეოლოგიას. დავალება 20-ქულიანია და მასში 10 საკითხია.  

რაც შეეხება ტესტის ბონუს დავალებას, ის მონაწილის გრამატიკულ ცოდნას ამოწმებს. ბონუს დავალება 15-ქულიანია და მასში 5 საკითხია.

 

 გისურვებთ წარმატებას!