2017-03-27

გაზაფხულის სეზონის ქართული ენის ოლიმპიადას კინგსი გრამატიკას, კერძოდ კი, გამართული ქართულით მეტყველებას უძღვნის.

ყველაზე მასშტაბური სოციალური კამპანიის - „გაიცანი ქართული“ - დაწყების დღიდან საქართველოს 200-ზე მეტი სკოლის, ათიათასობით მოსწავლე მშობელი და მასწავლებელი შემოგვიერთდა. განსაკუთრებული აქტიურობა ქართული ენისა და ლიტერატურის და დაწყებითი კლასების პედაგოგებმა გამოიჩინეს.

კამპანიის საბოლოო მიზანია საზოგადოების ჩართულობით შეიქმნას ლექსიკონი, სადაც მეტყველებაში დამკვიდრებული არასწორი სიტყვების სწორი ფორმები იქნება მითითებული. ლექსიკონის შექმნის პროცესი 2 აპრილს, ქართული ენის ოლიმპიადის პირველ ტურზე დასრულდება.

პროექტის ფარგლებში კინგსის ვებ-გვერდზე შეიქმნა სპეციალური პლატფორმა, სადაც ყველა კინგსელს, კინგსელის მშობელსა და მასწავლებელს შეგიძლიათ შეიტანოთ წვლილი ენის გაცნობისა და დაცვის პროცესში. შემოგვიერთდი და გახდი ყველაზე მასშტაბური სოციალური პროექტის უშუალო შემოქმედი!

შემოგვიერთდი და გახდი ყველაზე მასშტაბური სოციალური კამპანიის უშუალო შემოქმედი! შეიტანე საკუთარი წვლილი ენის განვითარებასა და დაცვაში!