2017-03-22

გაზაფხულის სეზონის ფარგლებში კინგსმა მოსწავლის პირადი პორტფოლიოს შექმნის პროცესი დაიწყო. შეგახსენებთ, რომ მოსწავლის პირადი პორტფოლიო არის კინგსელის წარმატების შემაჯამებელი დოკუმენტი, რომელშიც აისახება მოსწავლის წარმატებით განვლილი გზა კინგსთან ერთად.

როგორც ყველასთვის ცნობილია, პორტფოლიოს პირველი პრეტენდენტები ინგლისური ენის ოლიმპიადის მონაწილეები იქნებიან. კვირას, 26 მარტს ინგლისური ენის ოლიმპიადის მეორე ტურზე, მათ უნდა დააფიქსირონ, რომ ნამდვილად სურთ, ჰქონდეთ პირადი პორტფოლიო. ამისთვის, პასუხების ფურცელზე მითითებულ გრაფაში უნდა მონიშნონ თანხმობის გამომხატველი პოზიცია.

კინგსი ოლიმპიადაზე საუკეთესო შედეგის დაფიქსირებას და პორტფოლიოში კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯის აღბეჭდვას გისურვებთ!