2017-03-17

კინგსი მასშტაბური სოციალური კამპანიის - „გაიცანი ქართული“ - ფარგლებში არაერთ აქტივობას გეგმავს. 15 მარტს კინგსის Facebook გვერდზე გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები გაერთიანდნენ რათა, გაეცნოთ, შეენარჩუნებინათ და დაეცვათ ქართული ენა.

 

კამპანიის მომდევნო ეტაპი კინგსელების აქტიურ ჩართულობას გულისხმობს. აუცილებელია, ახალი თაობა აქტიურად იყოს ჩართული ენის შენარჩუნების სამსახურში და თავიდანვე ესმოდეს გრამატიკულად სწორი მეტყველების მნიშვნელობა. სწორედ ამიტომ, www.Kings.ge-ზე შეიქმნა სპეციალური პლატფორმა, სადაც მოსწავლეებს შეეძლებათ გაიგონ კონრეტული სიტყვის სწორი ფორმა და გაუზიარონ მეგობრებს.

ქართული ენის ოლიმპიადის პირველი ტური გაიმართება 2 აპრილს.

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.