2017-03-16

12 მარტს დასრულდა მასშტაბური FACEBOOK აქცია #მევაგრძელებ, რომლის მიზანიც თითოეული კინგსელის წარმატების წარმოჩენა იყო.

აქციის ფარგლებში კინგსელებმა გადაიღეს ფოტო თავიანთ დიპლომებთან და სერტიფიკატებთან ერთად, გამოგვიგზავნეს ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით და ჩაერთვნენ FACEBOOK აქციაში.

დაფიქსირდა მონაწილეობის მსურველთა რეკორდული რაოდენობა, 5000-ზე მეტი მოსწავლე.

აქედან აქციის კრიტერიუმების დაკმაყოფილება მხოლოდ 2000-მდე მონაწილემ მოახერხა და გამარჯვების მოპოვება 800-მდე მოსწავლემ შეძლო.

კინგსი ულოცავს გამარჯვებულებს და დაპირებულ პრიზებს გადასცემს  თავიანთ სკოლებში.

პრიზების გადაცემა დაიწყება 30 მარტიდან და დასრულდება 30 აპრილს.

კინგსის ადმინისტრაცია მადლობას გიხდით თითოეულ მონაწილეს და სამომავლოდ კიდევ უფრო საინტერესო პროექტებს გპირდებათ!