2017-03-08

2014 წლიდან დღემდე კინგსის ქართული ენის ოლიმპიადა 6 სეზონს ითვლის. ამ დროის განმავლობაში მთავარი მიზანი ენის პოპულარიზაცია და იმ მოსწავლეების ხელშეწყობა გახლდათ, რომლებისთვისაც ქართული ენის კარგად ცოდნა მნიშვნელოვანია.

ქართული ენა ათასწლეულების განმავლობაში თაობიდან თაობას არაერთი ბარიერისა და პრობლემის მიუხედავად გადაეცემოდა. ისტორიათა ქარტეხილებში გამოვლილმა ენამ ჩვენამდე უდიდეს ეროვნულ მემკვიდრეობად მოაღწია და სწორედ მისი დაცვა იქცა ქართველი ხალხისთვის თვითმყაფოდობის შენარჩუნების განსაკუთრებულ იარაღად.

საუკუნეების განმავლობაში ქართველმა მამულიშვილებმა უდიდესი წვლილი შეიტანეს ქართული ენის შენარჩუნების, გამდიდრებისა და ღირსეულად წარმოჩენის საქმეში. მათ წინაპართა ცნობიერების კვალდაკვალ შემოინახეს თანამედროვეობასთან ერთად განავითარეს და ახალ მწვერვალებზე აიყვანეს „ხმათა ხავერდების“ ენა. მნიშვნელოვანია, ვაფასებდეთ საკუთარ საგანძურს. აუცილებელია, მოვუაროთ და თაობიდან თაობას გადავცეთ ცოდნა მის შესახებ. ენა ერთ-ერთი უმთავრესია მათ შორის, რაც განგვსაზღვრავს, როგორც ერს და სახელმწიფოს.

სწორედ ამიტომ, კინგსის ერთ-ერთ უმთავრესი მიზანი ქართული ენის პოპულარიზაცია და ცოდნის დონის ამაღლებაა ამ საგანში.

2017 წლის გაზაფხულის სეზონის ქართული ენის ოლიმპიადის I ტურზე უფასო რეგისტრაცია დაწყებულია და მიმდინარეობს 2 აპრილამდე.

 

ქართული ენის ოლიმპიადის  ჩატარების განრიგი:

I ტური - 2 აპრილი

II ტური - 7 მაისი

III ტური - 14 მაისი

 

ჩატარების ადგილები:

თბილისი- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსი. მის: კოსტავას #77

რუსთავი- ქალაქ რუსთავის №22 საჯარო სკოლა. მის: ქუთაისის ქ. №6

გარდაბანი- გარდაბნის  N1  საჯარო სკოლა. მის: აღმაშენებლის ქუჩა N24

წალკა- წალკის N2 საჯარო სკოლა, მის: სტალინის ქ. N42

ახალციხე- ახალციხის N6 საჯარო სკოლა. მის: პეტრე იბერის N2

მცხეთა- მცხეთის №1 საჯარო სკოლა. მის: აღმაშენებლის N 71

დუშეთი- დუშეთის №2 საჯარო სკოლა. მის: სტალინის ქუჩა

კასპი- ბესიკ ნიპარიშვილის მრავალპროფილიანი სკოლა-გიმნაზია მის: სააკაძის 126

ქარელი- ქარელის N1 საჯარო სკოლა. მის: 9 აპრილის ქ. N32

გორი- გორის N4 საჯარო სკოლა. მის: გ. ჭანტურიას 5

ხაშური- ხაშურის გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ ხაშურის №6 საჯარო სკოლა, მისამართი: ფალიაშვილის ქ. №10

თელავი- თელავის N4 საჯარო სკოლა. მის: ერეკლე II-ის გამზირი №19

გურჯაანი- გურჯაანის N2 საჯარო სკოლა. მის: გურამიშვილის ქუჩა N1

საგარეჯო- საგარეჯოს N4 საჯარო სკოლა. მის: კოსტავას N1

ლაგოდეხი- ლაგოდეხის N3  საჯარო სკოლა. მის: ჭავჭავაძის ქ. #4

ქუთაისი- ანდრია რაზმაძის სახელობის ქ. ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის სკოლა. მის: რუსთაველის N127

ზესტაფონი- ზესტაფონის N7 საჯარო სკოლა. მის: რუსთაველის ქ N12

ჭიათურა-ჭიათურის N1 საჯარო სკოლა. მის: ჭიღლაძის N1

სამტრედია- სამტრედიის N3 საჯარო სკოლა. მის: რესპუბლიკის N35

წყალტუბო- წყალტუბოს N2 საჯარო სკოლა. მის: 9 აპრილის I შეს. N4

ხონი- ხონის N1 საჯარო სკოლა. მის: კაკაბაძის N2

ვანი- ვანის N1 საჯარო სკოლა. მის: სოლომონ II N11

საჩხერე- საჩხერის N1 საჯარო სკოლა. მის: თამარ მეფის N11

ბაღდათი- ბაღდათის N2 საჯარო სკოლა. მის: კახიანის N39

ხარაგაული- დაბა ხარაგაულის N2 საჯარო სკოლა, მის: სოლომ მეფის N60

ბათუმი- "ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი", მის: ნინოშვილის  35

ქობულეთი-  კირიონ II სახ. სასულიერო სკოლა გიმნაზია, მის: აღმაშენებლის ქუჩა #251

ოზურგეთი- ოზურგეთის N2 საჯარო სკოლა. მის: გაბრიელ ეპისკოპოსის 9

ზუგდიდი- ზუგდიდის N2 საჯარო სკოლა. მის: გამსახურდის N9

ფოთი- ფოთის N2 საჯარო სკოლა. მის: ნ. ჟვანიას ქ. №9

ხობი- ზუგდიდის N2 საჯარო სკოლა. მის: გამსახურდიას #9

სენაკი- სენაკის N1 საჯარო სკოლა. მის: რუსთაველის ქ N207

აბაშა- აბაშის N2 საჯარო სკოლა. მის: უჩა კაჭარავას ქ N3

მარტვილი- მარტვილის N2 საჯარო სკოლა,  მშვიდობის N13

ჩხოროწყუ- ჩხოროწყუს N1 საჯარო სკოლა. მის: ჭავჭავაძის ქ N32

წალენჯიხა- წალენჯიხის N1 საჯარო სკოლა. მის: სალიას ქ. N1

           

კინგსი გისურვებთ წარმატებებს!