2017-03-06

თითოეული კინგსელის წარმატებების წარმოჩენის მიზნით, კინგსმა დაიწყო მასშტაბური Facebook კამპანია სახელწოდებით „#მევაგრძელებ“.

 აქციის ფარგლებში კინგსელებმა  გადაიღეს ფოტო თავიანთ დიპლომებთან და სერტიფიკატებთან ერთად, გამოგვიგზავნეს ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით და   ჩაერთვნენ Facebook აქციაში.

დაფიქსირდა მონაწილეობის მსურველთა რეკორდული რაოდენობა,  2000 -ზე მეტი ფოტო.

5 მარტს, ზუსტად ღამის 12 საათზე შეწყდა კინგსის ყველაზე მასშტაბური FACEBOOK აქციისთვის ფოტოების მიღება. დიდი მადლობა ყველას, ვინც შემოგვიერთდით და კამპანიას მეტი მრავალფეროვნება შესძინეთ!

მართალია, ფოტოების მიღება შეწყდა, მაგრამ მათთვის, ვინც აქციაში ჩაერთო, ყველაფერი ახლა იწყება! თქვენ გაქვთ ზუსტად ერთი კვირა იმისთვის, რომ დააკმაყოფილოთ აქციის პირობაში გათვალისწინებული კრიტერიუმები და გახდეთ გამარჯვებული.

შეგახსენებთ აქციის პირობებს:

  • ფოტომ უნდა დააგროვოს 50 უნიკალური SHARE (ფოტო უნდა გააზიაროს 50-მა განსხვავებულმა პიროვნებამ);
  • ფოტომ უნდა დააგროვოს 30 გული (Facebook reaction heart);
  • ფოტომ უნდა დააგროვოს 100 Like (ავტოლაიქების აღმოჩენის შემთხვევაში მონაწილე გამოეთიშება აქციას);

ის კინგსელები, რომლებიც შეძლებენ ზემოთ ჩამოთვლილი მითითებების შესრულებას მიიღებენ კინგსის ბრენდირებულ მაისურს, კინგსელის სამაჯურსა და კინგსის სახელმძღვანელოს.

გისურვებთ წარმატებებს!