2017-03-01

5 მარტი არის დღე, როცა მთელი საქართველოს მასშტაბით 37 ქალაქში ათეულობით ათასი მოსწავლისთვის ერთდროულად დაიწყება ინგლისური ენის ოლიმპიადა.

ამ სეზონის ფარგლებში კინგსმა მორიგი ინოვაციური პროექტი წამოიწყო, რომლის პირველი პრეტენდენტებიც ინგლისური ენის ოლიმპიადის მონაწილეები იქნებიან.  პირველად საქართველოში კინგსელები მიიღებენ „პირადი პორტფოლიოს“ - დოკუმენტს, რომელიც ასახავს მოსწავლის წარმატებით განვლილ გზას კინგსთან ერთად.

წინ გელოდებათ ძალიან საინტერესო სეზონი, რომელსაც ჩვენი მხარდამჭერები კიდევ უფრო გაამრავალფეროვნებენ!

ოლიმპიადების წარმდგენი სპონსორია „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი“.

მხარდამჭერი კომპანიები: „ბიბლუსი“, „ბიზნეს აკადემია“, „Step IT academy”, „Wendy’s”, “Dunkin’ donuts”, “ივერია“, „ტკბილი ქვეყანა“, „ისთ ფოინთი“, „Frixx”.

მედია-პარტნიორები: „mshoblebi.ge”, “პალიტრა მედია“, „4motivi.com”, “რადიო უცნობი“, ჟურნალი „კარუსელი“.

კინგსი ყველა კინგსელს უსურვებს წარმატებებს!