2017-03-15

 

   კინგსი 2017 წლიდან მოსწავლეებს სთავაზობს პირად პროფილს! ეს არის ინოვაციური პროექტი, რომლის მეშვეობითაც კინგსელს საშუალება ეძლევა ისარგებლოს ონლაინ საგანმანათლებლო ტექნოლოგიებით, პირადად მიიღოს ინდივიდუალურ  სივრცეში მოქცეული  ყველა საოლიმპიადე სიახლე და ჰქონდეს უწყვეტი ონლაინ კავშირი კინგსის გუნდთან.

28 თებერვლიდან,  პირადი პროფილის მქონე მოსწავლეებს შეეძლებათ ისარგებლონ სპეციალურად მათთვის შექმნილი ტესტებით, რომლებიც განახლდება ეტაპობრივად და თავიანთ პროფილში იქნება ატვირთული, რაც მათთვის დამხმარე მასალას წარმოადგენს და საშუალებას მისცემს უკეთ მოემზადონ როგორც ოლიმპიადებისთვის, ისე სასკოლო აქტივობებისთვის.

პირადი პროფილის შესაქმნელად ეწვიეთ ბმულს.

კინგსი გისურვებთ წარმატებებს!