2017-02-27

თითოეული კინგსელის წარმატებების წარმოჩენის მიზნით, კინგსი იწყებს Facebook კამპანიას სახელწოდებით „#მევაგრძელებ“. აქციის ფარგლებში კინგსელებმა უნდა გადაიღონ ფოტო თავიანთ დიპლომებთან და სერთიფიკატებთან ერთად. იმისთვის, რომ ეს ფოტოები ჩვენთან მოხვდეს და ჩაერთოთ აქციაში, ეწვიეთ kings.ge-ს და მიჰყევით ინსტრუქციას.

აქციაში მონაწილეობის პირობები:

 

. აქციაში ჩართვა შეუძლიათ მხოლოდ 2017 წლის გაზაფხულის სეზონის ოლიმპიადებზე დარეგისტრირებულ  კინგსელებს;

. აქციაში მონაწილოების მისაღებად მოსწავლეს უნდა ჰქონდეს კინგსის დიპლომი ან სერტიფიკატი;

. აქციაში ჩართვისთვის მონაწილემ უნდა გამოაგზავნოს მხოლოდ ერთი ფოტო კინგსის დიპლომთან ან სერტიფიკატთან ერთად;

. აქციაში მონაწილე ერთვება კინგსის FB გვერდზე ფოტოს გამოგზავნის მომენტიდან;

 

აქციის ფარგლებში დაწესებულ ჯილდოს: კინგსის ბრენდირებულ მაისურს, კინგსელის სამაჯურსა და კინგსის სახელმძღვანელოს, მიიღებენ ის მოსწავლეები, რომლებიც შეასრულებენ ქვემოთ მოცემულ ყველა მითითებას:

 

. ფოტომ უნდა დააგროვოს 50 უნიკალური SHARE (ფოტო უნდა გააზიაროს 50-მა განსხვავებულმა პიროვნებამ);

. ფოტომ უნდა დააგროვოს 30 გული (Facebook reaction heart);

. ფოტომ უნდა დააგროვოს 100 Like (ავტოლაიქების აღმოჩენის შემთხვევაში მონაწილე გამოეთიშება აქციას);

 

აქციაში ჩასართავად  ფოტოების მიღება შეწყდება 5 მარტს 23:00 საათზე.  აქცია  გაგრძლდება 12 მარტის 23:00-მდე. კინგსელის მიერ გაზიარებულ ფოტოს ავტომატურად გასდევს ჰეშთეგი #მევაგრძელებ. სხვა მონაწილეების ფოტოების ნახვა შეგიძლიათ კინგსის FB  გვერდზე სპეციალურ ალბომში. კინგსელები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ზემოთ ჩამოთვლილ პირობებს, კუთვნილ ჯილდოს მიიღებენ 30 აპრილამდე თავიანთ სკოლებში.

 

კინგსი ყველა მონაწილეს უსურვებს წარმატებას!