შემოდგომის სეზონზე ვუნდერკინგსმა სასკოლო სივრცეში ნამდვილი ფურორი მოახდინა. ინოვაციურ პროექტში 46 000 მოსწავლე ჩაერთო.
გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ვუნდერკინგსი ბავშვებს უვითარებს სამომავლოდ ძალიან საჭირო უნარ-ჩვევებს. ვუნდერკინგსის დანერგვა სწორედ ამას ისახავდა მიზნად - გაეძლიერებინა სააზროვნო უნარები, რაც ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული საკითხია. მართლაც, მოსწავლეებში დამოუკიდებელი, ლოგიკური და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. აზროვნების გააქტიურების დროს ბავშვი ნასწავლ მასალას კი არ იზეპირებს, არამედ იაზრებს, რაც ხდის მას უფრო გამჭრიახს და ზრდის მოსწავლის პროდუქტიულობას სასწავლო პროცესში.
ვუნდერკინგსის ტესტი მოიცავს ანალოგიებს, წინადადებების შევსებას, ლოგიკას, IQ ტესტს და მათემატიკურ ნაწილს. თითოეული მათგანი ბავშვის კონკრეტულ უნარ-ჩვევას აძლიერებს.
რადგან ვუნდერკინგსის პროექტს დიდი დაინტერესება მოჰყვა მშობლებისა და პედაგოგების მხრიდან და იგი აღიარებულ იქნა, როგორც მოსწავლეებისთის ერთ-ერთი ყველაზე საჭირო და ინოვაციური პროექტი, ამიტომ, კინგსი გაზაფხულის სეზონზე აგრძელებს ვუნდერკინგსის პროექტს.
ვუნდერკინგსის პირველ შესარჩევ ტურში მონაწილეობის მიღებას 5 მარტს, ინგლისური ენის ოლიმპიადის პირველი ტურის მონაწილე კინგსელები შეძლებენ.
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.
კინგსი გისურვებთ წარმატებებს!