2017-02-24

კინგსი ინგლისური ენის ვერიფიცირებულ პედაგოგებთან ურთიერთობას სიახლით იწყებს! სპეციალურად მათთვის შეიქმნა ტესტ-ბანკი, რომელიც კინგსის ოფიციალური მასალების ერთობლიობაა. მისი გამოყენება თითოეულ მოსწავლესთან ერთნაირი ეფექტურობითაა შესაძლებელი. ეს კი მიიღწევა იმით, რომ ტესტები დაყოფილია სირთულის მიხედვით და გათვალისწინებულია ბავშვების ინდივიდულიზმის საკითხი.

გარდა ამისა, ტესტში არის როგორც გრამატიკული, ისე ლექსიკური ნაწილიც. პედაგოგებს შეუძლიათ ტესტ-ბანკები გამოიყენონ თავიანთ პედაგოგიური საქმიანობისთვის და მოსწავლეების ინგლისური ენის  დონის გაუმჯობესებისთვის.

შეგახსენებთ, რომ "კინგსის ვერიფიცირებული პედაგოგი" არის ახალი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვების განვითარებაზე ორიენტირებული მასწავლებლების გაერთიანებას, მხარდაჭერასა და პოპულარიზაციას. 

თუ ჯერ არ ხართ ვერიფიცირებული პედაგოგი, გადადით ბმულზე, შეავსეთ ვერიფიცირების ბლანკი და შეუერთდით ათასობით წარმატებულ მასწავლებელს.

 

პროექტში ჩასართავად იხილეთ ბმული: