2017-02-21

დღესდღეობით, მსოფლიოს წამყვანი ფსიქოლოგები თანხმდებიან იმაზე, რომ ყველაზე მთავარი, რაც სკოლამ ბავშვს განათლებასთან ერთად უნდა მისცეს, განვითარების სურვილი და მოტივაციაა. მეც ვეთანხმები ამ მოსაზრებას და ვფიქრობ, რომ სკოლაში ბავშვი ჩვენგან მკაფიოდ უნდა გრძნობდეს მის წინსვლასა და განვითარებაზე ზრუნვის სურვილს!

 

ამ თემაზე თქვენთან საუბარი პორტფოლიოების პროექტმა გადამაწყვეტინა. ეს იდეა ძალიან მომეწონა და მინდა მიზეზებზე გესაუბროთ, რის გამოც დაიმსახურა ამ პროექტმა ჩემი სიმპატია.

 

უპირველესად, მინდა დავიწყო იმაზე საუბრით, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ბავშვისთვის არამარტო გრძნობდეს წარმატებით გამოწვეულ ბედნიერებას, არამედ კონკრეტულ დოკუმენტში ხედავდეს ყველაფერს, რაც ოდესმე კარგად გაუკეთებია. ეს, თავის მხრივ, უღვივებს სურვილს თავის „წარმატებათა ალბომში“ მეტი ცხოვრებისეული სურათი ჩააკრას.

 

პორტფოლიოების პირველი პრეტენდენტები 5 მარტს, ინგლისურის ოლიმპიადაზე მისული მოსწავლეები იქნებიან. ამიტომ, არ გაუშვათ ხელიდან შანსი იყოთ პირველი პორტფოლიოს მფლობელი! იგრძნოთ წარმატებით განცდილი ბედნიერება და თავად ადევნოთ თვალი თქვენს განვითარებას! 

 

 

პორტფოლიოსთვის იხილეთ ბმული: http://kings.ge/post/592