2017-02-09

კინგსის 2017 წლის  გაზაფხულის  სეზონი ინგლისური ენის ოლიმპიადით დაიწყო!

 

2017 წლის გაზაფხულის სეზონის ინგლისური ენის ოლიმპიადის პირველი ტური მთელი საქართველოს მასშტაბით 37 ქალაქში  5 მარტს ჩატარდება.

 

ოლიმპიადაზე უფასო ონლაინ რეგისტრაცია 4 მარტის ჩათვლით გრძელდება. რეგისტრაცია და პირველ ტურში მონაწილეობის მიღება უფასოა.

 

გაზაფხულის სეზონის ოლიმპიადებზე მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მეორე კლასიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით სკოლის მოსწავლეებს.  

 

ინგლისური ენის ოლიმპიდა მთელი საქართველოს მასშტაბით შემდეგი განრიგით ჩატარდება:

 

I ტური - 5 მარტი

II ტური - 26 მარტი

III ტური - 8 აპრილი

 

 

ინგლისური ენის ოლიმპიადის მონაწილეები, იქნებიან პირველი პრეტენდენტები  ქართულ სასკოლო სივრცეში, მიიღონ პირველი პორტფოლიო და  გახდნენ მოწინავე კინგსელები წარმატებულ მოსწავლეთა შორის!

 

 

ოლიმპიადა შემდეგ  ქალაქებში  ჩატარდება:

თბილისი, რუსთავი, გარდაბანი, წალკა, ახალციხე, გორი, ქარელი, კასპი, მცხეთა, დუშეთი, ხაშური, თელავი, გურჯაანი, ლაგოდეხი, საგარეჯო, ბათუმი, ქობულეთი, ოზურგეთი, ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, ვანი, საჩხერე, ბაღდათი, ხარაგაული, ზესტაფონი, ჭიათურა, სამტრედია, ზუგდიდი, ხობი, სენაკი, აბაშა, მარტვილი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, ფოთი.

 

დარეგისტრირდი გაზაფხულის სეზონის ოლიმპიადებზე - გააერთიანე შენი მიღწევები- შექმენი პირველმა წარმატებული მოსწავლის პირადი პორტფოლიო და იყავი მოწინავე მოსწავლეთა შორის!

 

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: http://kings.ge/register