2017-02-22

2017 წლის გაზაფხულის სეზონს კინგსი, როგორც ყოველთვის, განსაკუთრებული სიახლეებით იწყებს. 

  • ეს კინგსელების მიღწევების შემაჯამებელი სეზონია!

 

 მოსწავლეებს, რომელთაც აქვთ კინგსის სერტიფიკატი ან დიპლომი, რაც ადასტურებს მათ წარმატებულ ასპარეზობას ოლიმპიადებზე, კინგსი პირველ პირად პორტფოლიოს დაუმზადებს. 

 

 მოსწავლის პირადი პორტფოლიო არის კინგსელის წარმატების შემაჯამებელი დოკუმენტი, რომელშიც აისახება მოსწავლის წარმატებით განვლილი გზა კინგსთან ერთად.

 

პირველად ქართულ სასკოლო სივრცეში, მხოლოდ ამ სეზონის მონაწილე კინგსელებს ეძლევათ შესაძლებლობა მიიღონ პირველი პორტფოლიო და  გახდნენ მოწინავე კინგსელები წარმატებულ მოსწავლეთა შორის!

 

პირადი პორტფოლიოს პროექტი არის ინოვაციური, აპრობირებული  მოდელი საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში და დიდ როლს თამაშობს მოსწავლეთა მოტივაციის გაძლიერების პროცესში.

 

კინგსი ყველა კინგსელის უშუალო მონაწილეობით აგრძელებს ინოვაციური და მოსწავლეთა განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების აქტიურად დანერგვას ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში.

 

სწორედ ამიტომ, ეს სეზონი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ყველა კინგსელისთვის!

 

დარეგისტრირდი გაზაფხულის სეზონის ოლიმპიადებზე - გააერთიანე შენი მიღწევები- შექმენი პირველმა წარმატებული მოსწავლის პირადი პორტფოლიო და იყავი მოწინავე მოსწავლეთა შორის!

 

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: http://kings.ge/register