2017-02-06

2017 წლის გაზაფხულის სეზონს კინგსი რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლით იწყებს როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე პედაგოგებისთვისაც.


გაზაფხულის სეზონზე  „კინგსი“ ახორციელებს პროექტს სახელწოდებით „კინგსის ვერიფიცირებული პედაგოგი“, რომელიც მიზნად მოსწავლეების განვითარებაზე ორიენტირებული წარმატებული პედაგოგების გაერთიანებასა და  მხარდაჭერას ისახავს. კინგსის ვერიფიცირებული პედაგოგის სტატუსის მოპოვების შესაძლებლობა იმ მასწავლებლებს ეძლევათ, რომლებიც მოსწავლეების შედეგების გაუმჯობესებაზე, მათ მიღწევებსა და განვითარების ხელშეწყობაზე არიან ორიენტირებულნი. ვერიფიცირებული პედაგოგის მთავარი მიზანია, დაეხმაროს ნებისმიერ მოსწავლეს, განურჩევლად მისი ამჟამინდელი აკადემიური მოსწრებისა, რადგან თითოეულ მოსწავლეში არსებობს შესაძლებლობები, რომელთა განვითარება და წარმოჩენა აუცილებელია მათი წარმატებული მომავლისთვის.  

 

„კინგსის ვერიფიცირებული პედაგოგის“ სტატუსის გასააქტიურებლად საკმარისია მხოლოდ,  კინგსელმა პედაგოგმა  შეავსოს ვერიფიკაციის ბლანკი, რომელიც „კინგსის“ ვებგვერდზეა განთავსებული ან რომელსაც  მიიღებს სკოლაში.

 

პროექტის ფარგლებში ვერიფიცირებული პედაგოგი მიიღებს:

   . განახლებად საგნობრივ ტესტ-ბანკებს;

 საგნმანათლებლო გაზეთს, რომელიც მოსწავლეების განვითარების ერთგვარი გზამკვლევი და წარმატებულ პედაგოგთა მხარდამჭერი იქნება;

 . მუდმივ წვდომას ონლაინ საგანმანათლებლო რესურსებზე;

 

კინგსი ყველა პედაგოგს უსურვებს წარმატებას!

 

ვერიფიკაციის გასავლელად იხილეთ ბმული: 

http://kings.ge/%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98