2017-02-02

ძვირფასო კინგსელებო, გვინდა  სიხარულით გაცნობოთ, რომ 2016 წლის შემოდგომის სეზონის ინგლისური ენის, ქართული ენისა და მათემატიკის ოლიმპიადების გამარჯვებული მონაწილეებისთვის დიპლომებისა და სერტიფიკატების გადაცემა საქართველოს მასშტაბით 6 თებერვლიდან დაიწყება და 20 თებერვალს დასრულდება. წარმატებული კინგსელები კუთვნილ დიპლომებს/სერტიფიკატებს მიიღებენ სკოლებში.

 


 ვუნდერკინგსის  გამარჯვებული მონაწილეები კი შესაბამისი ხარისხის დიპლომებს  მთელი საქართველოს მასშტაბით მარტის თვის განმავლობაში მიიღებენ.

 


კინგსის ადმინისტრაცია ულოცავს ათასობით კინგსელს ამ დამსახურებულ გამარჯვებას და უსურვებს მრავალ წარმატებას გაზაფხულის სეზონზეც.