2017-01-15

 მთელი საქართველოს მასშტაბით, 16 იანვარს სკოლებში სწავლა განახლდება, მაგრამ გარდა ამისა, კინგსს თქვენთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი აქვს - 16 იანვარს ქართული ენის, მათემატიკის და ინგლისური ენის ოლიმპიადის რეგისტრაცია იწყება.

 

 400 000 ბავშვს საშუალება ეძლევა დარეგისტრირდნენ ოლიმპიადებზე  და დაიწყონ მომზადება გაზაფხულის სეზონისთვის, რამეთუ წინ დიდი საქმეები გველოდება!

 

ოლიმპიადები ჩატარების თარიღები:

 

ინგლისური ენა

I ტური - 5 მარტი

II ტური - 26 მარტი

III ტური - 8 აპრილი

 

ქართული ენა:

I ტური - 2 აპრილი

II ტური - 7 მაისი

III ტური - 14 მაისი

 

მათემატიკა:

I ტური - 30 აპრილი

II ტური - 21 მაისი

III ტური - 28 მაისი

 

ვუნდერკინგსი

მეორე დასკვნითი ეტაპი - 4 ივნისი