2016-12-22

დეკემბრის დადგომასთან ერთად, დღითიდღე ახლოვდება ახალი წელი და კინგსის ლომიც წინა საახალწლო სამზადისში აქტიურადაა ჩართული. კინგსის ლომმა ბევრი იფიქრა როგორ გაეხარებინა კინგსელი ბავშვების გულები და როდესაც ოლიმპიადების შემდეგ, მრავალი დადებითი ემოციით დამუხტული თავის სახლში ბრუნდებოდა, გადაწყვიტა დამდეგი 2017 წელი კინგსელ ბავშვებთან ერთად აღენიშნა.

 

 თუმცა იმისათვის, რომ ნამდვილი სიურპრიზი მოეწყო, კინგსის ლომმა თავის ძველ მეგობარ სანტას სთხოვა დახმარება, ერთად კი მათ ძალიან დიდი ზეიმის მოწყობა გადაწყვიტეს.

 

 კინგსელებისთვის ლომი და თოვლის ბაბუა მოაწყობენ ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებას მთელი საქართველოს მასშტაბით. ბავშვებს  ნაძვის ხეებით და საახალწლოდ მორთული გარემო და  სანტა კლაუსს შეხვდებიან და მათთან ფოტოებს გადაიღებენ. მიიღებენ სიურპრიზებსა და ტკბილეულს.

 

 ყველაზე ნიჭიერი მხატვრები პატარების დახატვაზე იზრუნებენ.

 

 თბილისში მათ განწყობაზე მუსიკოსები და ელფები იზრუნებენ თავიანთი უჩვეულო წარმოდგენებით.

 

ყველაზე განსხვავებული და მხიარული ახალი წელი კინგსელი ბავშვებისთვის დგება!

 

ეს იქნება პირველი "ინტელექტუალური ზეიმი",რომელზეც ერთმანეთში შერწყმული იქნება ინტელექტუალური და საზეიმო განწყობა. ადგილზე მოსული სტუმრები აღმოჩნდებიან ზღაპრული სამყაროს გმირებს შორის, რომლებიც მათ გააოცებენ და მათთან  ერთად მიიღებენ მონაწილეობას კინგსის ლომისა და მისი მეგობარი ელფების მიერ მოფიქრებულ, ინტელექტუალურ მარათონში.