2016-12-16

      თითოეული კინგსელი კონკრეტულ საგანში წარმატებული და ნიჭიერი მოსწავლეა. ისინი ძალისხმევას არ იშურებენ, რომ მიიღონ მეტი ცოდნა და გახდნენ საუკეთესოები. თუმცა, გარდა სკოლაში მიღებული ცოდნისა, უმნიშვნელოვანესია უნარ-ჩვევები, რომლებიც კინგსელებს გააჩნიათ, თუმცა აქამდე გამოვლენის საშუალება არ მისცემიათ. ვუნდერკინგსი არის საშუალება, რომ მოსწავლეებმა განავითარონ ლოგიკური მსჯელობის, კრიტიკული აზროვნების, დასკვნების სწრაფად გამოტანის უნარები და ამით გახდნენ მეტად თავდაჯერებულები და წარმატებულები.

 

ანალოგიები - ტესტის ეს ნაწილი მოსწავლეებს დამოუკიდებელ აზროვნებას აჩვევს. იმისთვის, რომ დავალებას წარმატებით გაართვას თავი, მონაწილემ, აუცილებელია,მოცემულ სიტყვებს შორის იპოვოს სწორი კავშირი.

 

წინადადების შევსება - ამ დავალებაში მოცემულია წინადადებები, რომლებშიც რამდენიმე სიტყვაა გამოტოვებული.ისინი უნდა შეივსოს  ერთი ან რამდენიმე სიტყვით, რომელთა მეშვეობით დასრულებული წინადადება მიიღება.

 

ლოგიკა - ეს კატეგორია მოსწავლეს ლოგიკურ აზროვნებას უმოწმებს და უვითარებს. საჭიროა მოცემული ფაქტების თავმოყრა და მათგან გამომდინარე ლოგიკური დასკვნების გაკეთება,რაც მოზარდს დაეხმარება გამოიმუშავოს მსჯელობის უნარი.

 

IQ ტესტი - აქ კინგსელებმა აღქმისა და წარმოსახვის უნარი უნდა მოიშველიონ, რათა წარმატებით გაართვან თავი დავალებას.

 

მათემატიკური აზროვნება - რაოდენობრივი შედარება და ტექსტური ამოცანა მონაწილეს ეხმარება, გაივარჯიშოს გონება და რთული ამოცანის მარტივად გადაწყვეტა მოახერხოს.

 

ვუნდერკინგსის მეორე დასკვნითი ფინალური ეტაპი 25 დეკემბერს გაიმართება.