2016-12-16

რა არის ვუნდერკინგსი?  

ვუნდერკინგსი არის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში გამოავლინოს კრიტიკული აზროვნების, ლოგიკური მჯელობის უნარ-ჩვევები. ხელი შეუწყოს მოზარდს, გამოიმუშაოს დასკვნების გაკეთების უნარი, რაც ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ნებისმიერი სახის ცოდნა, რომელსაც იგი სწავლისას იღებს.

 

რა საკითხებს მოიცავს ვუნდერკინგსის ტესტი?

ვუნდერკინგსის ტესტი მოიცავს 5 კითხვას შემდეგი საკითხებით:

1.         ანალოგიები - ტესტის ეს ნაწილი მოსწავლეებს კრიტიკულ აზროვნებას აჩვევს. იმისთვის, რომ დავალებას წარმატებით გაართვა თავი,აუცილებელია,მოცემულ სიტყვებს შორის იპოვო სწორი კავშირი.

2.         წინადადების შევსება - ამ დავალებაში მოცემულია წინადადებები, რომლებშიც რამდენიმე სიტყვაა გამოტოვებული და უნდა შეავსო ისინი ერთი ან რამდენიმე სიტყვით, რომელთა მეშვეობით დასრულებულ წინადადებას მიიღებ. 

3.         ლოგიკა - ეს კატეგორია მოსწავლეს ლოგიკურ აზროვნებას უმოწმებს და უვითარებს. საჭიროა მოცემული ფაქტების თავმოყრა და მათგან გამომდინარე ლოგიკური დასკვნების გაკეთება,რაც მოზარდს დაეხმარება გამოიმუშავოს მსჯელობის უნარი.

4.         IQ ტესტი - აქ თქვენი აღქმისა და წარმოსახვის უნარი უნდა მოიშველიოთ.

5.         მათემატიკური აზროვნება - რაოდენობრივი შედარება და ტექსტური ამოცანები.

 

 

ვის შეუძლია ვუნდერკინგსში მონაწილეობის მიღება 25 დეკემბერს?

25 დეკემბერს, მონაწილეობის მიღება შეუძლია კინგსის ოლიმპიადის 140 730 მოსწავლიდან მხოლოდ გამორჩეულ 50 000-ს, რომელთაც საგნობრივ ოლიმპიადაზე (ქართული ენა, ინგლისური ენა, მათემატიკა) დაწერეს ვუნდერკინგსის შესარჩევი ეტაპის 5 კითხვიანი ტესტი და  დააგროვეს   10 ქულიდან მინიმუმ 4 ქულა.

 

როგორ უნდა მივიღო მონაწილეობა 25 დეკემბერს ვუნდერკინგსის დასკვნით ტურზე?

ვუნდერკინგსი მოიცავს ორ ეტაპს. პირველი შესარჩევი ეტაპი გაიარეს საგნობრივ ოლიმპიადებთან ერთად. (ინგლისური ენა, ქართული ენა, მათემატიკა) და მეორე ეტაპი არის ფინალური ტური, რომელიც გაიმართება 25 დეკემბერს. მონაწილეობის მისაღებად საჭიროა კოდის აქტივაცია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით და შემდეგ საფასურის გადახდა.

 

რა ღირს 25 დეკმებერს  ვუნდერკინგსის დასკვნით ეტაპზე მონაწილეობა?

ვუნდერკინგსი მოიცავს ორ ეტაპს, პირველი ეტაპი მონაწილეებმა დაწერეს საგნობრივ ოლიმპიადებზე (ქართული ენა, მათემატიკა, ინგლისური ენა)  მეორე ეტაპი, რომელიც გაიმართება 25 დეკემბერს ანუ  ფინალური ტური,  ფასიანია და საფასური შეადგენს 18 ლარს. 

 

როგორ აქტიურდება კოდი?

www.kings.ge  -ის მთავარ გვერდზე, მოცემულია  სპეციალური გრაფა, სადაც უნდა ჩაწეროთ მონაწილის უნიკალური კოდი და დააჭიროთ გააქტიურებას.

 

როგორ შეიძლება კოდის გააქტიურება მოსაწვევის გარეშე?

მათ, ვისაც მოსაწვევი არ მიუღია, ხოლო საგნობრივ ოლიმპიადაზე დაწერილ ვუნდერკინგსის ტესტში 10 ქულიდან მიღებული აქვს მინიმუმ 4 ქულა, შესაძლებელია  შესაბამისი საგნის (ქართული ენა, მათემატიკა ,ინგლისური ენა ) კოდით გააქტიურება http://kings.ge/.