2016-12-14

2016 წლის შემოდგომის სეზონის,  ვუნდერკინგსის  ოლიმპიადის დახურული, ინტელექტუალური ღონისძიების ფინალური  ტური მთელი საქართველოს მასშტაბით  25 დეკემბერს ჩატარდება.

 

ვუნდერკინგსის ფინალში მონაწილეობა შეუძლიათ, მხოლოდ იმ მონაწილეებს, რომლებმაც საგნობრივ ოლიმპიადაზე დაწერეს ვუნდერკინგსის შესარჩევი ტურის ტესტი და დააგროვეს 10 ქულიდან, მინიმუმ 4 ქულა.

სწორედ ამიტომ, ფინალისტებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, დაურიგდებათ სპეციალური  მოსაწვევები, რომლებზეც დაფიქსირებულია მონაწილეების ინდივიდუალური  კოდები.  მათ გასააქტიურებლად უნდა ეწვიოთ ჩვენს ვებგვერდს www.kings.ge  და  მთავარ გვერდზე განთავსებულ სპეციალურ ველში შეიყვანოთ მითითებული კოდი.  მოსაწვევების დარიგება, მთელი საქართველოს მასშტაბით 16 დეკემბრის ჩათვლით დასრულდება.

 

მათ, ვისაც მოსაწვევი არ მიუღია, ხოლო საგნობრივ ოლიმპიადაზე დაწერილ ვუნდერკინგსის ტესტში 10 ქულიდან მიღებული აქვს მინიმუმ 4 ქულა, შესაძლებელია  შესაბამისი საგნის (ქართული ენა, მათემატიკა ,ინგლისური ენა ) კოდით გააქტიურება http://kings.ge/ 

 

ვუნდერკინგსში მონაწილეობის საფასური შეადგენს 18 ლარს.

გისურვებთ წარმატებებს!