2016-12-10

კინგსის მათემატიკის ოლიმპიადის მეორე ტურის საფასურის (18 ლარი) გადახდა PayBox-ისა და  Express Pay-ის სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მეშვეობით შესაძლებელია 24 საათის განმავლობაში.

 

 

ჩარიცხვის ინსტრუქცია PayBox-ის აპარატზე:

 

 

1. მთავარ მენიუში ვირჩევთ "სხვადასხვა"-ს

2. ვირჩევთ "სასწავლო დაწესებულებები"

3. ვირჩევთ KINGS.GE

4. ვწერთ მონაწილის კოდს

5. ვიხდით II ტურში მონაწილეობის საფასურს და ვიღებთ ქვითარს

 

 

 

 

ჩარიცხვის ინსტრუქცია Express Pay-ის აპარატზე:

 

 

1. მთავარ მენიუში ვირჩევთ "სხვა"-ს

2. ვირჩევთ KINGS.GE

3. ვწერთ მონაწილის კოდს

4. ვიხდით II ტურში მონაწილეობის საფასურს და ვიღებთ ქვითარს

 

 

 

კინგსის ვებ-გვერდის მეშვეობით -  გადადით ონლაინ გადახდის ბმულზე http://kings.ge/payment-gateway/cartu და შესაბამის ველში შეიყვანეთ მონაწილის ექვსნიშნა უნიკალური კოდი. დააჭირეთ გადახდის ღილაკს და შეავსეთ საბანკო ბარათის მონაცემები. თუ ყველა ველი სწორადაა შევსებული, ოპერაციის დასრულების შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება წარწერა: „გადახდა წარმატებით განხორციელდა“. საიტით გადახდის შემთხვევაში ქვითრის წარდგენა არ არის აუცილებელი, მონაწილეები ჩატარების დღეს გადამოწმდებიან ონლაინ გადამხდელთა ბაზაში