2016-12-08

11 დეკემბერს, მათემატიკის ოლიმპიადის მე-2 ტურში გადასული მონაწილეები, საქართველოს 37 ქალაქში ათი ათასობით კინგსელს სრულიად უსასყიდლოდ გადაეცემა „მოსწავლის სამწლიანი განვითარების პროგრამის“ ფარგლებში ანა მასწავლებლისგან შემოთავაზებული სპეციალური წიგნი: "კინგსელის სახელმძღვანელო ტესტები მათემატიკაში".
„კინგსელის სახელმძღვანელო ტესტები მათემატიკაში“მოიცავს  თითოეული კლასისთვის შედგენილ სავარჯიშოებს, რომლებიც ავითარებს ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარს, და საინტერესო სტატიებს რომლებიც დაგეხმარებათ მათემატიკის  უკეთესი აღქმისთვის. 

გვჯერა, რომე სწორედ ეს წიგნი გახდება კინგსელების ერთგული  მეგზური წარმატების გზაზე. როგორც ამბობენ, „ადამიანებზე შეიძლება ვიმსჯელოთ მათ მიერ ამორჩეული წიგნებისა და მეგობრების მიხედვით“, კინგსელებმა უკვე აირჩიეს კინგსი  მეგობრად. ჩვენ კი შევეცადეთ აგვერჩია საუკეთესო გზა ჩვენი მეგობრობის გასაგრძელებლად. წინ არაერთი გამოწვევაა, წიგნიერება კი არის განსაკუთრებული უპირატესობა თანამედროვე მსოფლიოში.

11 დეკემბერს არ გამოაკლდე  შესაძლებლობას, სრულიად უფასოდ მიიღო სპეციალურად კინგსელებისთვის შედგენილი "კინგსელების სახელმძღვანელო ტესტები მათემატიკაში."