კინგსელობა ნიშნავს იყო რჩეული რჩეულთა შორის, კინგსი არის გამოცდილება, მეგობრობა, შრომისმოყვარეობა, ურთიერთობა.
სწორედ, ამიტომ გახდა კინგსი 2016 წლის ხალხის რჩეული კომპანია თიბისი ბანკისა და ჯეოსელის ერთობლივ ბიზნეს დაჯილდოებაზე, რაშიც კინგსელებმა ფასდაუდებელი წვლილი შეიტანეს. ეს თითოეული თქვენგანის გამარჯვებაა.
ამ წარმატების აღსანიშნავად, კინგსი იწყებს გრანდიოზულ და მასშტაბურ კამპანიას "როგორია რჩეული თაობა", რომელიც მასშტაბური აქტივობით 11 დეკემბერს მათემატიკის ოლიმპიადის მეორე ტურზე დაგვირგვინდება.
ინტელექტუალურობა, მეგობრულობა, ერთგულება, საზრიანობა, შრომისმოყვარეობა -აი, რით გამოირჩევა თითოეული კინგსელი. სოციალური პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა უბიძგებს მათ გაუზიარონ თავიანთი ცოდნა მეგობრებს და დაეხმარონ თანატოლებს სხვადასხვა სირთულეების გადალახვაში. ამის საჩვენებლად, 11 დეკემბერს, მათემატიკის ოლიმპიადის მეორე ტურზე საქართველოს 35 ქალაქში გაიმართება ყველაზე ფერადი, მასშტაბური აქტივობა, რომელშიც 20 000 კინგსელი თავის მშობლებთან ერთად იქნება ჩართული. მონაწილეები წინასწარ მომზადებულ, სპეციალურ სტენდზე საღებავით მონიშნავენ მათთვის დამახასიათებელ იმ თავისებურებებს, რომლებიც თითოეული კინგსელისთვის ფასეულია. ეს იქნება ერთგვარი გზავნილი საზოგადოებისთვის საქართველოს ყველა ქალაქიდან “როგორია ხალხის რჩეული თაობა” და როგორ გავხდეთ რჩეულები.