2016-12-02

2016 წლის 17 ნოემბერს, თიბისი ბანკისა და ჯეოსელის პროექტში „ბიზნეს დაჯილდოება“, 523 კომპანიას შორის, კინგსმა მოიპოვა გამარჯვება და გახდა 2016 წლის ხალხის რჩეული კომპანია. ამ გამარჯვების აღსანიშნავად კინგსი იწყებს გრანდიოზულ და მასშტაბურ კამპანიას "როგორია რჩეული თაობა", რომელიც მასშტაბური აქტივობით დაგვირგვინდება 11 დეკემბერს მათემატიკის ოლიმპიადის მეორე ტურზე. თითოეულ კინგსელს მოგიწოდებთ, ჩვენს საიტზე, მიიღოთ მონაწილეობა ონლაინ კამპანიაში, აჩვენე როგორი ხარ შენ, გაგვიმხილე რომელი თვისების მფლობელი ხარ და აღნიშნე გამარჯვება ჩვენთან ერთად. იპოვე შენი თავი რჩეული თაობის წევრებს შორის! 11 დეკემბერს კი ჩვენ ერთად აღვნიშნავთ მიღწეულ გამარჯვებას! მათემატიკის ოლიმპიადაზე მთელი საქართველოს მასშტაბით, რჩეულ მონაწილეებს კინგსი გამორჩეულ დახვედრას და უამრავ სიურპრიზსს ჰპირდება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ათი ათასობით გულშემატკივრის მხადრაჭერა, რომელმაც გადამწყვეტი წვლილი შეიტანა ამ სასახელო წარმატებაში. თითოეული თქვენგანი ჩვენთვის ფასდაუდებელია! ჩვენ ყველას წარმატება და კინგსი გვაერთიანებს!