2016-11-29

 

2016 წლის შემოდგომის სეზონის ინგლისური ენის ოლიმპიადის პირველი ტური მთელი საქართველოს მასშტაბით 37 ქალაქში 16 და 23 ოქტომბერს,ხოლო მეორე ტური 6 ნოემბერს ჩატარდა.

კინგსელებს, რომლებმაც წარმატებით იასპარეზეს  ორივე ტური, ვულოცავთ ფინალში მოხვედრას და ვუსურვებთ წარმატებას მესამე ტურში.

 

მესამე ფინალური ტური ჩატარდება 3 დეკემბერს.

 

ოლიმპიადა ჩატარდება შემდეგი განრგით:

 

 10:00- IV და IX კლასი

  12:00- VI, VIII და XII კლასი

  14:00- III, X  და XI კლასი

  16:00- V და VII კლასი

 

ოლიმპიადა ჩატარდება შემდეგ ლოკაციებზე:

 

თბილისი - თბილისის 112-ე საჯარო სკოლა. მის: ცოტნე დადიანის #28. უნდა გამოცხადდნენ გლდანი-ნაძალადევის, ისანი-სამგორის, მარნეულისა და მცხეთა-დუშეთის სკოლის მოსწავლები.

თბილისი-  თბილისის 52-ე საჯარო სკოლა. მის: ალ. ყაზბეგის გამზ. №27. უნდა გამოცხადდნენ ვაკე-საბურთალოს, ძველი თბილისის, მთაწმინდა-კრწანისისა და დიდუბე-ჩუღურეთის სკოლის მოსწავლეები.

 

რუსთავი - ქალაქ რუსთავის №22 საჯარო სკოლა. მის: ქუთაისის ქ. №6. უნდა გამოცხადდნენ რუსთავის, გარდაბანის და წალკის სკოლის მოსწავლეები.

 

ახალციხე - ახალციხის N6 საჯარო სკოლა. მის: პეტრე იბერის N2

 

გორი - გორის N4 საჯარო სკოლა. მის: გ. ჭანტურიას 5. უნდა გამოცხადდნენ გორის, ხაშურის, ქარელის და კასპის სკოლის მოსწავლეები

 

თელავი - თელავის N4 საჯარო სკოლა. მის: ერეკლე II-ის გამზირი №19. უნდა გამოცხადდნენ თელავის, გურჯაანის, ლაგოდეხის და საგარეჯოს სკოლის მოსწავლეები.

 

ქუთაისი - ანდრია რაზმაძის სახელობის ქ. ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის სკოლა. მის: რუსთაველის N127. უნდა გამოცხადდნენ ქუთაისის, სამტრედიის, ხონის, წყალტუბოს, ვანის, ბაღდათის, საჩხერის, ჭიათურის, ხარაგაულის და ზესტაფონის სკოლის მოსწავლეები.

 

ბათუმი - ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ბათუმის №1 საჯარო სკოლა, I კორპუსი. მის: დ.თავდადებულის N47. უნდა გამოცხადდნენ ბათუმის, ქობულეთის და ოზურგეთის სკოლის მოსწავლეები.

 

ზუგდიდი - ზუგდიდის N2 საჯარო სკოლა. მის: გამსახურდიას N9. უნდა გამოცხადდნენ ზუგდიდის, აბაშის, ჩხოროწყუს, მარტვილის, ფოთის, სენაკის, წალენჯიხის და ხობის სკოლის მოსწავლეები.